11 ნოემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT24289 - ტენდერი რემონტის შემდგომი დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან რემონტის შემდგომი დასუფთავების მომსახურება.
მახასიათებლები:
მაღაზიის ფართების დალაგება რემონტის შემდეგ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.ობიექტზე რემონტის შემდგომი დასუფთავება ხდება ოთხ ეტაპად:
1) პირველადი გენერალური დასუფთავება რემონტის დასრულებისთანავე.
2) ინვენტარის მონტაჟის შემდგომი დასუფთავება.
3) მსუბუქი დასუთავება პროდუქციის შეტანამდე ვიტრინების წმენდით და მაღაზიის წინ სივრცის მორეცხვა/წმენდით.
4) მსუბუქი დასუფთავება მაღაზიის გახსნამდე (საჭიროების შემთხვევაში)
ფასი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ -1კვ.მ დათვლილი.
წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს მითითებული ლარში დღგ-ს ჩათვლით.
შემოთავაზებასთან ერთად გთხოვთ მოგვაწოდოთ მისამართები, ანუ მომსახურების წერტილები როგორც თბილისში, ასევერეგიონებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტისსაშუალებით.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭიროდოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა გადმოაგზავნონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2024 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2024 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- კომპანიის სრული დასახელება
- საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
- მისამართი
- ტელეფონი
- საბანკო რეკვიზიტები
- თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით
- მიწოდების ვადა და პირობები
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ
- ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება)
შენიშვნები:
- შპს ,,ორი ნაბიჯი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
- შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
- თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული ნაწილისა თუ სერვისის მოწოდება შეუძლია გამოტოვოს გრაფა.
რეკვიზიტები:
საკონტაქტო პირი: თამთა რურუა
ტელეფონი: +995 551 042 978
E-mail: tamta.rurua@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება