ჩაბარების ვადა:

7 ნოემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T24373 - კომპანიისთვის საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემების გარე შეღწევადობის ტესტირების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „თეგეტა მოტორსი“ (ს/კ 202177205) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კომპანიისთვის საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემების გარე შეღწევადობის ტესტირების მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • მომსახურების ხარისხის, უსაფრთხოებისა და შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • გამარჯვებული კომპანია უნდა აცხადებდეს მზაობას რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და გაუხმაურებლობის შესახებ;
  • შეღწევადობის ტესტირების გუნდა უნდა შედგებოდეს სერთიფიცირებული პროფესიონალებისგან, როგორიცაა სერთიფიცირებული ჰაკერი (Certified Ethical Hacker (CEH)),  კიბერ-თავდასხმის უსაფრთხოების სერთიფიცირებული სპეციალისტი (Offensive Security Certified Professional (OSCP)), ან სერთიფიცირებული საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების სპეციალისტი (Certified Information Systems Security Professional (CISSP));
  • მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს გამოცდილება შეღწევადობის ტესტირების მიმართულებით, განსაკუთრებით იგივე ინდუსტრიის ან მსგავსი მასშტაბის კომპანიებისათვის.

1. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა: 

ქვემოთ მოცემული კომპონენტების სრული ტესტირება:

  • IOS აპლიკაცია და მასთან დაკავშირებული სერვისები, შემსრულებელს ექნება წვდომა სატესტო მომხმარებელზე
  • Android აპლიკაცია და მასთან დაკავშირებული სერვისები, შემსრულებელს ექნება წვდომა სატესტო მომხმარებელზე
  • ვებსაიტი (Shop.tegetamotors.ge) და მასთან დაკავშირებული სერვისები, შემსრულებელს ექნება წვდომა სატესტო მომხმარებელზე
  • Mail.tegetamotors.ge
  • FortiMail

სიღრმისეულად, მაგრამ მხოლოდ ავტომატური ხელსაწყოებით უნდა შემოწმდეს:

  • ჰოლდინგის საიტები(landing pages)
  • ჯამში 79 გარე IP მისამართი, საიდანაც landing page არის 58

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და შესასყიდი რაოდენობა, რომლის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს. 

2. განფასების მოთხოვნის პირობები:

სატენდერო წინადადების მიწოდება ხდება ტექნიკური დავალების გათვალისწინებით (დოკუმენტი უნდა იყოს ატვირთული დასკანერებული სახით და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით, ბეჭდით დამოწმებული). 

3. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი: 

შესყიდვის ობიექტის მიწოდება მოხდება ელექტრონულად რეპორტის სახით მოცემულ საფოსტო მისმართზე: i.kiliptari@tegetamotors.ge  

4. ანგარიშსწორების პირობა:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესყიდვის ობიექტის მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურის დადასტურებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. 

შენიშვნა: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად. 

5. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ პორტალზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

მონაწილეებმა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის პლატფორმაზე უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოს ყველა გადასახადის ჩათვლით, ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია;
  • მონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა.
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი: კომპანიის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიმოხილვა აღნიშნული სერვისების მიმართულებით;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი: კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, ვისთვისაც კომპანიას გაწეული აქვს შესაბამისი მომსახურება;
  • სარეკომენდაციო წერილები: რეკომენდაციების წერილები კლიენტების ან/და პარტნიორების მხრიდან, რომლებიც ადასტურებენ კომპანიის შესაძლებლობებსა და მომსახურების შესრულებას;
  • შეღწევადობის ტესტირების მასშტაბი და დეტალური გეგმა: დეტალური და მკაფიო გეგმა, სადაც ასახული იქნება შეღწევადობის ტესტირების განხორციელების შესრულებისთვის საჭირო ნაბიჯები. 

6. დამატებითი ინფორმაცია:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში;
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული;
  • შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით;
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;
  • პრეტენდენტებთან საჭიროებიდან გამომდინარე გაფორმდება შეთანხმება იფორმაციის კონფიდენციალურობის და გაუხმაურებლობის შესახებ. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 7 ნოემბერი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში; 

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ელექტრონულ პორტალზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  ProcurementTenders@tegetamotors.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    1 ნოემბერი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა