ჩაბარების ვადა:

15 ნოემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T24490 - ტენდერი Dahua-ს ბრენდის ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების პროგრამულ უზრუნველყოფა DSS Professional (V8)-ის (DSS8Pro) ლიცენზიების ნაკრების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „თეგეტა მოტორსი“ (ს/კ 202177205) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს Dahua-ს ბრენდის ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების პროგრამული უზრუნველყოფა DSS Professional (V8)-ის (DSS8Pro) ლიცენზიების ნაკრების შესყიდვასთან დაკავშირებით.  

განსაკუთრებული მოთხოვნები: წინადადება მიიღება მხოლოდ დანართ N1-ში მითითებული ბრენდისა და კატეგორიის პროდუქციაზე. ალტერნატიული პროდუქტის მიწოდება არ განიხილება. 

2. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • შესყიდვის ობიექტის საორიენტაციო რაოდენობა წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით;
  • შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით;
  • საორიენტაციო რაოდენობის მიწოდება ხორციელდება სრულად შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში; მიწოდების პარალელურად განხორციელდება პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა.
  • მოწოდებულ პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა გააჩნდეს განახლების (ახალი ვერსიის დაინსტალირების) უფლება და მწარმოებლის ტექნიკური მხარდაჭერა ლიცენზიის გააქტიურებიდან არანაკლებ 3 (სამი) წლის ვადით;
  • აღნიშნული პირობის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას შემოთავაზებული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლის წერილი შემსყიდველის მითითებით, წერილში მითითებული უნდა იყოს ხელმომწერი პირის საკონტაქტო ინფორმაცია (email და ტელფონის ნომერი). 

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და შესასყიდი რაოდენობა, რომლის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს. 

3. განფასების მოთხოვნის პირობები: 

  • ფასების მიწოდება ხდება დანართი №1-ის მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
  • წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს აშშ დოლარში მოცემული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. 

4. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:

  • შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: კომპანიის მიერ მითითებული საფოსტო მისამართი: SecuritySystems@tegetamotors.ge
  • შესყიდვის ობიექტის მიწოდება გამყიდველის მიერ ხდება სულრად შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

5. ანგარიშსწორების პირობა:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესყიდვის ობიექტის მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურის’სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. 

6. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ პორტალზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1) განსაკუთრებული მოთხოვნების (პუნქტი 1.1) გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოს ყველა გადასახადის ჩათვლით, სკანირებული და ხელმოწერილი ვერსია, ლიცენზიის ოფიციალური წარმოდგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტის ჩათვლით;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა.
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • სარეკომენდაციო წერილები (სასურველია);
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF) მომწოდებლის და შემსყიდველის მითითებით.

7. დამატებითი ინფორმაცია:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 15 ნოემბერი 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში; 

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ელექტრონულ პორტალზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    11 ნოემბერი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა