ჩაბარების ვადა:

26 ნოემბერი 2024, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T24536 - ტენდერი რუსთავის აბანოს წყლის გათბობის პროექტზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია, ტენდერის დედლაინად განისაზღვრა: 26 ნოემბერი, 17:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

ქართული ცემენტი აცხადებს ტენდერს: ჰანუველცემენტის რუსთავის ცემენტის ქარხანაში არსებულ აბანოში მოსაწყობია აბანოს შენობის ცენტრალური გათბობის და დასაბანი წყლის გაცხელების სისტემები.

ამ ფასთა გამოკითხვის საგანს წარმოადგენს რუსთავის ქარხნის აბანოს ცენტრალური გათბობისა და წყლის გათბობის სისტემების:

  • პროექტირების მომზადება
  • მოწყობილობა-დანადგარების მოწოდება მონტაჟი
  • სისტემის გაშვება-გაწყობითი სამუშაოები და ტესტირება
  • ტრეინინგის ჩატარება

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.

ტექნიკური ინფორმაცია:

აბანოში არსებული ოთახების გასათბობი ფართობებისა და საშხაპე/ხელსაბანების რაოდენობებები:

  • I სართულის გასათბობი ფართობი - 520 მ2
  • II სართულის გასათბობი ფართობი - 520 მ2
  • I სართულის საშხაპეების რაოდენობა -24 საშხაპე
  • II სართულის საშხაპეების რაოდენობა-12 საშხაპე
  • I სართულის ხელსაბანების რაოდენობა- 6 ცალი
  • II სართულის ხელსაბანების რაოდენობა- 6 ცალი

დღეის მონაცემების ზამთრის პერიოდში ცხელი წყლის პიკური მოხმარება შეადგენს 300ლიტრი/წუთი 

პროექტი თანხვედრაში უნდა ქვეყანაში არსებულ ყველა მოქმედ სტანდარტთან და მოთხოვნასთან.

შემსრულებელმა უნდა დაიცვას ჰანუველცემენტის სტანდარტები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებბული მოთხოვნები შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით; მოსაწოდებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი შემდეგია:

  • რისკების შეფასება;
  • სამუშაო მეთოდოლოგია;
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატი;
  • ინფორმაცია ჩატარებული სწავლებების შესახებ;
  • უბედურ შემთხვევაზე დაზღვევა

მოგვაწოდოს საპროექტო დოკუმენტაციის 3 ბეჭდური ეგზემპლარი და ყველა საპროექტო დოკუმენტი ორიგინალ ფაილში.

ყველა დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამის პროგრამაში, ხელით შესრულებული დოკუმენტები არ მიიღება დამკვეთის მიერ. ქვემოთ მოცემულია პროგრამები რომლებიც მისაღებია შეთანხმების გარეშე:

  • ტექსტური დოკუმენტები, წერილები :  MS Word
  • ცხრილები, ანგარიშები:    MS- Excel
  • გეგმაგრაფიკები: MS – Project
  • ნახაზები და სქემები:  AUTOCAD
  • ამასთან ყველა ეს დოკუმენტი მოწოდებული უნდა იყოს pdf Acrobat ფორმატშიც.

აუცილებელია შემსრულებლის ადგილზე ვიზიტი წინადადების მოცემამდე.

ყველა ზემოთ მითითებული სამუშაო უნდა ჩატარდეს ტექნიკური დავალების და ადგილობრივი მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი მოცულობით.

წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 26.11.2024 – 17:00 საათი

თანდართული დოკუმენტები: აბანოს შიდა სივრცეების რეკონსტრუქციის პროექტი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

  • სამუშაოების შესრულების ადგილი: რუსთავის ცემენტის ქარხანა.
  • სამუშაოების შესრულების ვადა: გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
  • გადახდის პირობები: სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.
  • ტექნიკური მოთხოვნები: თანდართული დოკუმენტებისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად.

ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

შალვა ბერიძე
ტელ: +995 591 538 383
ელ.ფოსტა: shalva.beridze@cement.ge 

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:

გიორგი გურასპაშვილი
ტელ: +995 577 577 019 
ელ.ფოსტა:
giorgi.guraspashvili@cement.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები