ჩაბარების ვადა:
19 ნოემბერი 2024, 15:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T24543 - ტენდერი Logitech-ის უკაბელო მაუსებისა და ყურსასმენების მარაგის შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს “თიბისი ბანკი” შემდგომში “მყიდველი” გიწვევთ ღია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი წინადადებები შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge საშუალებით.
ტენდერში მონაწილეობის წესები:
ტენდერის შემდგომ დაზუსტების მიზნით მოწოდებული ყველა ტიპის ინფორმაცია (მათ შორის ელექტრონული სახით) ითვლება წინადადების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილად.
- გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო ფასს და შემოთავაზებული საქონლით დააკმაყოფილებს გამოცხადებულ ტექნიკურ პარამატრებს (იხ. სატენდერო დანართი N1).
- მომწოდებელი ვალდებულია სატენდერო დანართ N1-ში თავიდანვე მიუთითოს ზუსტი მოდელი და სპეციფიკაცია.
- მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია ელ. ფოსტით, მისამართზე Procurement@Tbcbank.com.ge
- ბანკის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში (მხოლოდ ერთი სატენდერო განაცხადი და ა.შ.), რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე;
სპეციალური პირობა:
- იმ შემთვევაში თუ მოწოდებული საქონლის ჯამური რაოდენობის 10 პროცენტი აღმოჩნდება წუნდებული, მომწოდებელმა უნდა ჩაანაცვლოს აღნიშნული ტიპის სახარჯი მასალების მთელი პარტია.
- შემოთავაზებულ საქონელზე უნდა გვრცელდეს მინიმუმ 1 წლიანი გარნტია.
- მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ინვენტარის საწყობამდე მოტანა და დასაწყობება (იგულისხმება ტექნიკის საწყობის სივრცეში შეტანა და არა მათი დალაგება).
- ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ტენდერის ეტაპზე ბანკის მოთხოვნის საფუძველზე წარმოადგინოს მომოვალში მოსაწოდებელი ტექნიკის ნიმუშები.
- შემოთავაზებული პროდუქცია უნდა შეასაბამებოდეს გარემოს დაცვით სტანდარტებს: ISO14001 ან EMAS. ასევე FSC, PEFC, CE ან სხვა მსგავსი ეკო-ეტიკეტირება.
ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომპანიის რეკვიზიტები და საქონლის დეტალური განფასება (სატენდერო დანართი N1);
- სრულად შევსებული KYP ფაილი (ექსელის ფორმატში) - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ;
- ხელმოწერილი და დასკანერებული აფიდავიტის ფორმა;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 19 ნოემბერი, 12:00 საათიდამ 15:00 საათამდე
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტექნიკური ხასიათის კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
იოსებ გოლუბიანი
595 117 755
IGolubiani@Tbcbank.com.ge
სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით:
ვახტანგ ქიტუაშვილი
599 88 45 30
Vkituashvili@Tbcbank.com.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები