
10 დეკემბერი 2024, 12:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T24676 - ტენდერი ინფორმაციული უსაფრთხოების შეფასებისა და შეღწევადობის ტესტირებების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,სმარტსოფტი“ აცხადებს ტენდერს ინფორმაციული უსაფრთხოების შეფასებისა და შეღწევადობის ტესტირებების მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.
კონკრეტული დავალება:
ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის საჭირო ტექნიკური დავალება ქართულ და ინგლისურ ენებზე მოცემულია სატენდერო განაცხადს თანდართულ დოკუმენტში: ,,დანართი 1 - ტექნიკური აღწერილობა“;
- მომსახურების გაწევის პერიოდი: 15.01.2025-15.02.2025
- ანგარიშები მოწოდებულ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2025 წლის 15 თებერვლისა.
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა კომპანიამ სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება;
- რეზიდენტმა კომპანიამ კომერციული წინადადება უნდა წარმოადგინოს ეროვნულ ვალუტაში. - შეღწევადობის ტესტირების მეთოდოლოგია;
- სისტემის ერთიანობისა და უსაფრთხოების შეფასების მეთოდოლოგია;
- კომპანიის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- პროექტში ჩართული პირების როლების აღწერა, CV, სერტიფიკატების ქონის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
- პროექტის ჩატარების გეგმა და თარიღები;
- შეღწევადობის ტესტირების ჩამტარებელ პირს უნდა ჰქონდეს OSCP სერტიფიკატი ან ეკვივალენტი, რაც ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო წინადადებასთან ერთად;
- სისტემის ერთიანობისა და უსაფრთხოების შემფასებელ პირს უნდა ჰქონდეს შემდეგი სერტიფიკატებიდან ერთ-ერთი: CISA / CISSP / ISO 27001 Lead Auditor ან ეკვივალენტი, რაც წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო წინადადებასთან ერთად;
- შეღწევადობის ტესტირების შემთხვევაში, პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს ბოლო 1 წელიწადში სულ მცირე 2 შეღწევადობის ტესტირების ჩატარების გამოცდილება, რისი დამადასტურებელი ინფორმაცია/ დოკუმენტაციაც წარმოადგენილი უნდა იყოს სატენდერო წინადადებასთან ერთად;
- სისტემის ერთიანობისა და უსაფრთხოების შეფასების შემთხვევაში, კომპანიას უნდა გააჩნდეს ბოლო 1 წელიწადში სულ მცირე 2 ინფორმაციული უსაფრთხოების/IT აუდიტის ჩატარების გამოცდილება, რისი დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაციაც წარმოადგენილი უნდა იყოს სატენდერო წინადადებასთან ერთად;
დამატებითი ინფორმაცია:
პრეტენდენტ კომპანიას შეუძლია შეთავაზების გაკეთება როგორც ორივე პუნქტზე (შეღწევადობის ტესტირებასა და სისტემის შეფასებაზე), ასევე ცალ-ცალკე მხოლოდ შეღწევადობის ტესტირებაზე ან მხოლოდ სისტემის ერთიანობისა და უსაფრთხოების შეფასებაზე;
ანგარიშსწორების პირობები:
ანგარიშსწორება განხორციელდება საბოლოო ანგარიშების ჩაბარებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების ორმხრივად ხელმოწერიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;
-იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, შემსყიდველი მიმწოდებელს უხდის საავანსო თანხას (სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%) მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტიის შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური სახით წარმოდგენის შემთხვევაში, საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 10 დეკემბერი, 12:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
სოფო ბასილაძე
598904466
ტენდერის კატეგორია:
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
- 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები