ჩაბარების ვადა:

6 დეკემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

უარყოფილი

E
ელ. ტენდერი
T24678 - ტენდერი თანამშრომელთა ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

თეგეტა ჰოლდინგი აცხადებს ცენტრალიზებულ ელექტრონულ ტენდერს 2 ლოტად თანამშრომელთა ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.

თეგეტა ჰოლდინგი მუდმივად განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული ჰოლდინგური კომპანიაა, რომელმაც 29 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს კი, ჰოლდინგურ კომპანიას წარმოადგენს, 30 შვილობილ კომპანიას აერთიანებს და ბაზრის ლიდერია ავტოიდნუსტრიაში არამარტო საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში. ამ ხნის განმავლობაში, არაერთხელ მიიღო „ოქროს ბრენდის“ სტატუსი და „წლის კომპანიის“ აღიარება.  

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მომსახურების გაწევა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში, ამ სფეროში არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით.  
  • სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს არანაკლებ 17 ადგილიანი, უნდა აკმაყოფილებდეს თანამშრომელთა მგზავრობისთვის საჭირო ყველა შესაბამის სტანდარტს, უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და მძღოლს უნდა ქონდეს ავტომობილის მართვის შესაბამისი კატეგორია. 

2. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა, შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

2.1 მომსახურების დასახელება (მისამართების მითითებით), შესყიდვის სავარაუდო რაოდენობები, მოწოდების გრაფიკი და ადგილი მოცემულია დანართ N1-ში.  

შენიშვნა 1: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და რაოდენობა, რის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

3. განფასების მოთხოვნის პირობები: 

3.1 შემოთავაზება წარმოსადგენია დანართი N1-ის გათვალისწინებით, როგორც უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია, ისე ექსელის ფაილი;

4. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი: 

  • მომსახურების გაწევის ადგილი: დანართ N1-ში მითითებული მისამართი
  • მომსახურების დაწყების თარიღია 16/12/2024 წელი

5. ანგარიშსწორების პირობა:

5.1  ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების წესით, ყოველთვიური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამკვეთისთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა. 

6. გამარჯვებულის გამოვლენა:

ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge –ს საშუალებით.  

შენიშვნა: შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

7. პრეტენდენტის მიერ tenders.ge–ზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • კომერციული შეთავაზება ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა.
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;

8. დამატებითი ინფორმაცია:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 6 დეკემბერი, 18:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;  

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge

საკონტაქტო პირი: 

ლევან დონაძე
579263251

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    27 ნოემბერი 2024 დრო 12:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა