ჩაბარების ვადა:

12 დეკემბერი 2024, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T24724 - ფასთა გამოკითხვა ფოთის ნედლეულის საწყობის დაზიანებული კონსტრუქციული ელემენტების აღდგენაზე

ტენდერის აღწერილობა:

ქართული ცემენტი აცხადებს  ფასთა გამოკითხვას ფოთის ნედლეულის საწყობის დაზიანებული კონსტრუქციული ელემენტების აღდგენაზე.

ფოთის ცემენტის ქარხანაში, ნედლეულის საწყობის შენობა აგებულია გასული საუკუნის 70..80-იან წლებში, იგი (h=6.0მ) ერთსართულიანი, სამმალიანი (9,0+24,0+9,0მ) კარკასული ტიპის შენობაა.

  შუა მალი დახურულია ლითონის (L=24მ) ტრაპეციის ფორმის ფერმებით. სახურავის სივრცული სიხისტისთვის მოწყობილია ჰორიზონტალური კავშირების, განბრჯენების და ვერტიკალური კავშირების სისტემა.

ძირითადად დაზიანებულია ლითონის ფერმების ქვედა სარყელის პანელები და ფერმებს შორის განმბრჯენები, სხვადასხვა ზომით. მცირედი დაზიანება აქვს ჰორიზონტალურ კავშირებს, რკბ-ის სვეტებს და საკედლე პანელებს.

პროფფურცელი მრავალ ადგილზე კოროზირებული და გახვრეტილია, საჭიროა მისი შეცვლა ან ადგილობრივი შეკეთება ეპოქსიდის ფუძეზე დამზადებული ჰიდროსაიზოლაციო მასალით. 

ფასთა გამოკითხვის საგანს წარმოადგენს, ფოთის ნედლეულის საწყობის დაზიანებული კონსტრუქციული ელემენტების აღდგენა.

,,ჰანიველ ცემენტი’’ წამყვანი ბრენდია საქართველოს ცემენტის ბაზარზე. ის ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ცემენტით და ბეტონით, მეტიც, კომპანია წარმოადგენს კლინკერის ერთადერთ მწარმოებელს ქვეყანაში. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში, ასევე, ბეტონის საწარმოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 

მეტი ინფორმაცია ჰანიველცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: http://www.hunnewellcement.ge.

მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

  • დაზიანებული პროფფურცლის შეცვლა-აღდგეანა (პროექტის მიხედვით).
  • შეიცვლოს ან გამაგრდეს ერთ ბიჯში, ქვედა სატყლის თითოეული განმბრჯენი, ფერმებს შორის მანძილის დაცვით (პროექტის მიხედვით).
  • იმ შემთხვევში თუ განმბრჯენი მოგლეჯილია, პირველი უნდა აღდგეს მალის შუა განმბრჯენი, შემდეგ დანარჩენები იგივე მალში.  (ყველა აღუნული / დეფორმირებული განმბრჯენი საყრდენის კვანძის შედუღების ნაკერი შესამოწმებელია).
  • შეიცვლება ან გამაგრდება ლითონის ფერმების ქვედა სარტყლის პანელები (პროექტის მიხედვით).
  • საწყობის შენობის ღიობების გამაგრება (პროექტის მიხედვით).

     

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

სამუშაოების შესრულების ადგილი -
ფოთის ცემენტის ქარხანა
სამუშაოების შესრულების ვადა - სამუშაოს შესრულება იგეგმება 2024 წლის 20 დეკემბრიდან (გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.)

გადახდის პირობები:
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.

ტექნიკური მოთხოვნები:
თანდართული დოკუმენტებისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად.

უსაფრთხოების მოთხოვნები  (საჭიროებისამებრ):

  • რისკების შეფასების ფაილისამუშაო მეთოდოლოგია;
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატი;
  • ინფორმაცია ჩატარებული სწავლებების შესახებ;
  • უბედურ შემთხვევაზე დაზღვევა;

წინადადების მოწოდებამდე საჭიროა შემსრულებლის ვიზიტი კასპის ცემენტის ქარხანაში.

შემოთავაზების გამოგზავნისას, აუცილებლად Subject ველში მიუთითეთ ტენდერის ნომერი და ტენდერის დასახელება, ან თუ მოწვევა მიღებული გაქვთ E-mail საშუალებით, ჩაწერეთ წერილში არსებული SUBJECT.

თუ არ იქნება გათვალისწინებული ზემოთ მოცემული გარემოებები და სატენდერო წინადადებას არ ახლავს გეგმა გრაფიკი, შესაბამისი Subject ან რაიმე სხვა მოთხოვნა, წინადადება ჩაითვლება უარად...

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს

  • კომპანიის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალს
  • დეტალურ კომერციულ წინადადებას
  • სამუშაოების შესრულების დეტალურ გეგმა გრაფიკს

თანდართული დოკუმენტები: 

  • ფოტო მასალა, სამუშაოს შესრულების ადგილიდან.
  • შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების და განფასების ნიმუში.
  • ფერმების გამაგრება-შეცვლის პროექტი.
  • შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების და განფასების ნიმუში.
  • DCS
  • მოთხოვნები შრომის უსაფრთხოებაზე.

წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 12.12.2024 – 12:00 საათი

გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადება შემდეგ ელ-ფოსტაზე:

vladimer.surguladze@cement.ge

ან მისამართზე:

Kartuli Cement LTD
21 ალ. ყაზბეგის გამზირი
0160 თბილისი, საქართველო

ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

ვლადიმერ სურგულაძე
+995 595 810 505
vladimer.surguladze@cement.ge

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:

გიორგი მარჯანიძე
+995 577 515777
giorgi.marjanidze@cement.ge

ზარნაძე გელა
+995 577 774 23
gela.zarnadze@cement.ge

უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით : (ფოთის ცემენტის ქარხანა)

რატი კიკავა 
+995 551 441 416
rati.kikava@cement.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები