ჩაბარების ვადა:

20 დეკემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T24741 - ტენდერი კომპიუტერული მარაგების შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 20 დეკემბერი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს კომპიუტერული მარაგების შესყიდვაზე.

 პროდუქტის დეტალური აღწერილობა მოცემულია ფაილი N1-ში.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • გადახდის პირობა: მიწოდებიდან 30 დღე;
  • ფასის დაფიქსირება 1 წლის ვადით;

ტექნიკის სრულ ჩამონათვალზე უნდა ვრცელდებოდეს მწარმოებლის საგარანტიო პირობები. საგარანტიო მომსახურეობა უნდა უზრუნველყოს საქართველოში მოქმედმა მწარმოებლის მიერ ავტორიზებულმა სერვის ცენტრმა, რისი დამადასტურებელი, მწარმოებლის მიერ გაცემული, დოკუმენტი უნდა იქნას წარმოდგენილი.

პრეტედენტი კომპანია უნდა იყოს შემოთავაზებული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი. უნდა გააჩდეს სერთიფიცირებული სერვის ცენტრი და ასევე სერთიფიცირებული ტექნიკური პერსონალი საქართველოში;

დამატებითი ინფორმაცია:

  • პროდუქციის შეკვეთა მოხდება ეტაპობრივად 1 წლის განმავლობაში;
  • მოწოდების ვადა შეკვეთიდან - 3 დღე;
  • მოწოდების მისამართი: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39/41
  • შემოთავაზება უნდა მოიცავდეს პროდუქციის მოწოდებას შეთანხმებულ ლოკაციაზე;
  •  შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება;
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2024 წლის 9 დეკემბრიდან 2024 წლის 20 დეკემბრის  ჩათვლით

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge, ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

რეკვიზიტები:
საკონტაქტო პირი: ამირანი ჯინიუზაშვილი
ტელეფონი: +995 577 41 79 67
E-mail: 
Amirani.jiniuzashvili@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები