
ჩაბარების ვადა:
20 დეკემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT24747 - ტენდერი თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე.
ტენდერის აღწერილობა:
- თანამშრომლების ტრანსპორტირება თბილისსა და რეგიონებში;
- განიხილება მინივენების და მიკროავტობუსების კომბინაცია;
- პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს კომპანიის თანამშრომლების ტრანსპორტირება დანართი N1-შიგათვალისწინებული გრაფიკის და მიმართულებების მიხედვით;
- შესაძლოა მოხდეს თანამშრომლების ჩანაცვლება, ამიტომ ცხრილი მუდმივად ცვალებადი და განახლებადია;
- პრეტენდენტს უნდა შეეძლოს ცხრილში და გრაფიკებში განხორციელებულ ცვლილებებზე სწრაფი ადაპტაცია;
- მაღაზიები/საწყობი მუშაობს ყოველ დღე;
- კომპანიამ დანართ N1-ში მოცემული მიმართულებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს სულ რამდენისატრანსპორტო საშუალება იქნება საჭირო პროექტის განსახორციელებლად;
- შემოთავაზებული ფასი უნდა იყოს ფიქსირებული კილომეტრების მიხედვით;
- ფასი უნდა მოიცავდეს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს, მათ შორის საწვავის, ცვეთისხარჯებს და ა.შ.
აუცილებელი მოთხოვნები:
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სულ მცირე 2 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
- შემოთავაზებულ მძღოლებს უნდა გააჩნდეთ სულ მცირე 3 წლიანი ანალოგიური გამოცდილება;
- შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა ჰქონდეს გავლილი ტექნიკური დათვალიერება და უნდაიყოს უსაფრთხო მდგომარებაში;
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულიგადასახადების ჩათვლით;
- ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით;
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, მომსახურების სრულად დაჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) საბანკოდღის ვადაში.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მძღოლების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის მათი მსგავს სფეროში მუშაობისგამოცდილების შესახებ მოკლე მიმოხილვა;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ტექნიკურიინფორმაცია და ფოტოები;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2024 წლის 10 დეკემბრიდან 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით;
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზებაელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge
- აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნატო კობალავა
შესყიდვების მენეჯერი
ელ. ფოსტა: nato.kobalava@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები