ჩაბარების ვადა:

17 დეკემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T24753 - ტენდერი მსუბუქი და მაღალი გამავლობის ახალი ავტომობილების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს მსუბუქი და მაღალი გამავლობის ახალი ავტომობილების შესყიდვაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მითითებული პრეფერენციების მიხედვით: ფასი 40%, გამოცდილება 20%, სერვისი 20%, გარანტია 20%. 
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი 1
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს. 
  • ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი 2;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ევროში მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს. 

სატენდერო მოთხოვნები:

  • დანართ N1-ში მოცემულია შესაძენი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებელი-დავალება რომელსაც პრეტედენტის მიერ შემოთავაზებული წინადადება უნდა აკმაყოფილებდეს.
  • ტენდერი შედგება 5 ლოტისგან:
    - ლოტი 1 - 6 ერთეული მცირე ზომის ფურგონი; 
    - ლოტი 2 - 21 ერთეული ბიუჯეტური მსუბუქი ავტომობილი ჰეჩბექი;
    - ლოტი 3 - 16 ერთეული საშუალო კლასის მსუბუქი ავტომობილი ჰეჩბექი;
    - ლოტი 4 - 1 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი პიკაპი;
    - ლოტი 5 – 1 ერთეული 7 ადგილიანი მსუბუქი ავტომობილი მინივენი.
  • პრეტედენს შუეძლია მონაწილეობა მიიღოს ხუთივე ლოტზე;
  • შემოთავაზებული უნდა იყოს საგარანტიო პირობა;
  • საგარანტიო მომსახურების სერვის ცენტრების რაოდენობა და მისამართები (დანართ N1-ის შესაბამისად);
  • ავტომობილის სურათები (სალონის ჩათვლით);
  • ვტომობილის სრული კომპლექტაცია;
  • პრეტედენტის მიერ უნდა იქნას შემოთავაზებული დანართი N1-ის მიხედვით მოწოდების ვადა;
  • ავტომობილის გაფორმება უნდა მოხდეს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში ან გამყიდველის სერვის ცენტრში გამყიდველის ხარჯებით;
  • სარეკომენდაციო წერილი: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ბრენდისთვის საქართველოს რეზიდენტი ორგანიზაციის მიერ გაცემული, სულ მცირე 1 სარეკომენდაციო წერილი.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

დამატებითი ინფორმაცია:

  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი)კალენდარული დღის განმავლობაში. 
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
  • ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ
    - სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
    - უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
    - ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2024 წლის 17 დეკემბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ევრო
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნინო ბუშელაშვილი
nbushelashvili@bog.ge
595490199

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    11 დეკემბერი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: EUR
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა