ჩაბარების ვადა:

25 დეკემბერი 2024, 19:00

სტატუსი:

დასრულებული

T24759 - ტენდერი საინჟინრო კომუნიკაციების (გათბობა-გაგრილება; ელექტროომა; სუსტი დენები; სახანძრო; წყალგაყვანილობა; კანალიზაცია) მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

სტრადა მოტორსი აცხადებს ტენდერს  საინჟინრო კომუნიკაციების (გათბობა-გაგრილება; ელექტროომა; სუსტი დენები; სახანძრო; წყალგაყვანილობა; კანალიზაცია) მოწყობაზე.

1. სატენდერო მოთხოვნები და ფორმალობები: 

წარმოდგენილი ინსტრუქცია მონაწილეთა მიერ ყურადღებით უნდა იქნას შესწავლილი, რადგან მასთან შეუთავსებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს მონაწილის დისკვალიფიკაცია. „მონაწილეთა ინსტრუქციის“ მიღებისთანავე მონაწილემ უნდა შეამოწმოს მიღებული დოკუმენტი სრულყოფილად მიეწოდა მას თუ არა. ნებისმიერი ინფორმაციის დანაკლისის შემთხვევაში, მონაწილემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს დამკვეთს, ტენდერის მენეჯერს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს. აღნიშნული პროცესის გაჭიანურება არ გამოიწვევს სატენდერო ვადების ცვლილებას.

ტენდერის გამოცხადებისას მონაწილეებთან გაიგზავნება შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პაკეტი 1 – ინსტრუქცია მონაწილეთათვის

 - 1.0 ინსტრუქცია მონაწილეთათვის (არსებული საბუთი)

 - 1.1 სატენდერო წერილი 

  • პაკეტი 2ხელშეკრულების დანართი

2.0 საორიენტაციო მოცულობათა უწყისი (BOQ)

  • პაკეტი 3ნახაზები

 - 3.1. მექანიკური ნაწილი;

01 VENTILATION AND AIR CONDITION SYSTEMS

02 WATER SUPPLY AND SEWAGE NETWORK

03 FIRE FIGHTING NETWORK

04 MAIN EQUIPMENT USED IN THE PROJECT

05 BOQ

 - 3.2. ელექტროობის ნაწილი;

3.2.1 DWG

3.2.2 BOQ

3.2.3 PDF

  - 3.3. დამატებითი საინფორმაციო დოკუმენტაცია (არქიტექტურა, კონსტრუქცია, და ა.შ.)

2. სამუშაოების აღწერა:

სამუშაო მოიცავს: 

საინჟინრო კომუნიკაციების, გათბობა-გაგრილების, ელექტროობის და სუსტი დენების დაკაბელება-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებას საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმებით განსაზღვრული ნორმებისა და ასეთი სამუშაოს შესრულებისათვის დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 

  • სახანძრო დეტექციის და საევაკუაციო გახმოვანების დაკაბელება-მონტაჟი
  • შიდა ქსელის მოწყობა: ელექტრომომარაგება, ფარების სქემები, დამიწება, საკაბელო არხები
  • გათბობა, გაგრილება-ვენტილაციის მოწყობა
  • წყალგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემების მოწყობა

 კონტრაქტორმა უნდა შეასრულოს ა. ბელიაშვილის 191-ში არსებული მანქანების სალონის საინჟინრო სამუშაოები

შემსრულებლებმა სატენდერო წინადადების წარმოდგენისას უნდა იხელმძღვანელონ „Lump Sum” პრინციპით.

კონტრაქტორმა სამუშაოები უნდა აწარმოოს იმგვარად რომ მეზობელი შენობები, სამშენებლო მოედნები, პარალელური სამუშაოები ან შესრულებული სამუშაოები დაცული იყოს ნებისმიერი ზიანისგან.

შემსრულებელს შეუძლია წინასწარ შეისწავლოს სამშენებელო მოედანი იმ მიზნით, რომ დარწმუნდეს, დამკვეთის წარმოდგენილი მონაცემები და გარემო პირობები მისაღებია სამუშაოთა ზემოთ ნახსენები ზიანისა და დანაკარგების გარეშე საწარმოებლად.

პროექტის მსვლელობის თითოეულ ეტაპზე ნებისმიერ მესამე მხარესთან ზიანსა, თუ დანაკარგზე პასუხისმგებელია კონტრაქტორი. 

ნებისმიერი ზიანი გამოსწორებულ უნდა იქნას დამკვეთის მხრიდან ნულოვანი დანახარჯებით. შრომის დანახარჯი, აღჭურვილობა, მექანიზმები და საჭიროების შემთხვევაში მასალები უზრუნველყოფილ უნდა იქნას კონტრაქტორის მიერ შემდგომში მისი ანაზღაურების გარეშე.

კონტრაქტორმა უნდა შეასრულოს დამკვეთის მოთხოვნები უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით იმგვარად რომ მიღწეულ იქნას შემდეგ მიზნები:

  • ნულოვანი უბედური შემთხვევები
  • ნულოვანი ზიანი ადამიანებს
  • ნულოვანი ზიანი გარემოს.

კონტრაქტორმა უნდა განახორციელოს მიზნობრივი მოქმედებები, რათა დარწმუნდეს, რომ უზრუნველყოფილი იქნება დამსაქმებლის, საკუთარი, სხვა კონტრაქტორებისა და საზოგადოების წევრების უსაფრთხოება, ისევე როგორც გარემოს დაცვა. კონტრაქტორი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი დასაქმებულები კარგად იცნობენ შესაბამის წესებს და ემორჩილებიან მათ.

კონტრაქტორმა უნდა მოახდინოს თავისი თითოეული თანამშრომლის უზრუნველყოფა უსაფრთხოების აღჭურვილობით, რომელიც სავალდებულო იქნება გამოსაყენებლად ობიექტზე სამუშაოთა მსვლელობის ნებისმიერ ეტაპზე.

3. სამშენებლო ობიექტის ვიზიტი და საბუთების შემოწმება:

მონაწილემ უნდა დაათვალიეროს სამშენებლო ობიექტი, სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, რომელიც საჭირო იქნება სატენდერო წინადადების წარმოდგენისა და შემდგომში ხელშეკრულების გაფორმების ეტაპებისთვის. ისევე როგორც, უნდა შეამოწმოს სატენდერო პაკეტით წარმოდგენილი მონაცემები და გაითავისოს ხელშეკრულებით მოსალოდნელი რისკები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები.

სატენდერო პაკეტით წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია მოწოდებულია ყოველგვარი გარანტიების გარეშე, მის რეალობასთან შესაბამისობათან დაკავშირებით. სამშენებლო მოედანი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ა. ბელიაშვილის #191, საკ. კოიდი N 01.13.02.001.084

სატენდერო წინადადების წარმოდგენისას თითოეული მონაწილე მოისაზრება, რომ მათ გამოიკვლიეს ლოჯისტიკის, შესყიდვების, ადამიანური რესურსის, მექანიზმების ქირავნობისა თუ ლიზინგის, გარემოსდაცვითი, ამინდისა და სამუშაო პირობები, საქართველოში არსებული შრომის კოდექსის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ნებისმიერი მესამე მხარის მოთხოვნები სამშენებლო მოედნის შიგნითა და მის გარეთ. მონაწილის წარუმატებლობა გარემოპირობების არცოდნის ნაწილში არ განაპირობებს ფასის ან დროის გაზრდა/კორექტირებას.

4. კითხვები, გაუგებრობები და ბუნდოვანებები:

ნებისმიერი სახის ბუნდოვანების, გაუგებრობისა თუ ორაზროვნების შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციასთან, ან ტენდერით, თუ შემდგომში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცესთან დაკავშირებით, მონაწილემ წერილობითი ფორმით უნდა მიმართოს პროექტის მენეჯერს არაუგვიანეს ტენდერის გამოცხადებიდან 2 კალენდარულ დღეში. პასუხი წერილობით კითხვაზე, განმარტებები და დეტალიზაციები გაეგზავნებათ ტენდერში მონაწილე თითოეულ წევრს.

5. საკომუნიკაციო ენა:

სატენდერო პროცესის სრულ ეტაპზე, ნებისმიერ სახის კორესპონდენცია დამკვეთთან მოხდება ქართულ ენაზე.

6. სატენდერო კომუნიკაცია (ტექნიკური ნაწილი):

მონაწილეებმა ტექნიკური ხასიათის კომუნიკაცია დამკვეთის მხარესთან უნდა აწარმოონ შემდეგ ადრესატთან: ttugushi@strada.ge

7. კონფიდენციალური ინფორმაცია:

ყველა საბუთი, სფეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები და სატენდერო პაკეტის დანართები წარმოადგენს დამკვეთის საკუთრებას. მონაწილეებს არ აქვთ უფლება გადასცენ აღნიშნული ინფორმაცია ნებისმიერ მესამე მხარეს და გამოიყენოს სხვა ნებისმიერი მიზნით, გარდა ამავე სატენდერო წინადადების მომზადებისა. 

8. სატენდერო პროცესის ვადები:

მონაწილემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ტენდერის გეგმა-გრაფიკი განისაზღვრება ქვემოთ წარმოდგენილის შესაბამისად, ამასთან დამკვეთი იტოვებს უფლებს შეცვალოს წარმოდგენილი ვადები:

ტენდერის დასრულების თარიღი - 19:00 p.m  2024 წლის 25 დეკემბერი.

საორიენტაციო ხელშეკრულების გაფორმების თარიღი - 2024 წლის 10 იანვარი
საორიენტაციო სამუშაოების დაწყების თარიღი - 2025 წლის 15 იანვარი

9. ღირებულება:

ერთეული ღირებულებები უნდა მოიცავდეს ყოველგვარ ზედნადებ ხარჯებს, სახელმწიფო მოსაკრებლებს, გადასახადებს და სხვა ყველა სახის ხარჯს, რომელიც შესაძლოა გამოიკვეთოს შემსრულებლის მიერ საქართველოს თუ მის ფარგლებს გარეთ ამავე ხელშეკრულების მიზნებისთვის ოპერირებისას.

თითოეული ერთეული ღირებულება უნდა შეიცავდეს მასალის, მექანიზმების, აქსესუარების და მაკომპლექტებლების შესყიდვის ხარჯს რომელიც საჭირო იქნება სამშენებლო თუ სამონტაჟო სამუშაოებისთვის, ტრანსპორტირების ხარჯებს, სასაწყობე ხარჯებს მშენებლობისა და მანამდე პერიოდში, სახელმწიფო მოსაკრებლებსა და შრომის ღირებულებებს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისა და საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.

ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული უნდა იყოს, საჭიროების შემთხვევაში, ტესტირებების ხარჯები.

მნიშვნელოვანია

ღირებულებითი ნაწილი, ხარჯთაღიცხვა და სხვა ნებისმიერი კომერციული ინფორმაცია მიწოდებულ უნდა იქნას მხოლოდ ქვემოთ წარმოდგენილ ადრესატებთან. სხვა ნებისმიერი რგოლის ჩართულობა კომერციულ ნაწილში დაუშვებელია

მონაწილემ სატენდერო წინადადების სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • ხარჯთაღრიცხვა;
  • გეგმა-გრაფიკი;
  • შემოთავაზებული მასალის სპეციფიკაცია
  • საშემსრულებლო პროცესების დასაწყებად საჭირო დრო;
  • დამკვეთის მიმართ არსებული ნებისმიერი დამატებითი სახის მოთხოვნა (მათი არსებობის შემთხვევაში);
  • სამუშაოთა თუ მასალათა ისეთი ჩამონათვალი, რომელიც შესაძლოა მოისაზრებოდეს შემსრულებლის ვალდებულებად, თუმცა არ არის გათვალისწინებული მოწოდებულ წინადადებაში.

10. სატენდერო წინადადების ხარჯები:

დამკვეთი არ არის ვალდებული აანაზღაუროს მონაწილის მიერ სატენდერო წინადადების მომზადებისთვის გაწეული ნებისმიერი სახის ხარჯი.

11. გამარჯვებულის გამოვლენა:

დამკვეთს არ გააჩნია ვალდებულება გამარჯვებულად გამოავლინოს მინიმალური ფასის მქონე ან სხვა ნებისმიერი მონაწილე და არ გააჩნია არანაირი ვალდებულება დაასაბუთოს რომელიმე წინადადების გამარჯვებულად, თუ დამარცხებულად გამოცხადების გადაწყვეტილება. დამკვეთი იტოვებს უფლებას ნებსმიერ დროს შეწყვიტოს ტენდერი. მსგავსი შეწყვეტის შემთხვევაში, დამკვეთს არ გააჩნია მონაწილეთათვის რაიმე სახის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება.

12. ვალუტა:

სახელშეკრულებო ვალუტად განისაზღვრება ეროვნული ლარი, შესაბამისად ღირებულებებიც წარმოდგენილი უნდ იქნას მხოლოდ ლარში. ნებისმიერი გადახდა ამავე ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება ლარში.

13. საავანსო გადახდები:

საავანსო გადახდა მოლაპარაკებული იქნება ტენდერის შემდგომ ეტაპებზე. საავანსო თანხის გადახდა მოხდება ერთი ტრანშით, არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა, კონტრაქტორის მიერ ავანსად შეთანხმებული თანხის შესაბამისი საბანკო, საავანსო, უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენიდან, დამკვეთის მიერ მოთხოვნილ ფორმაში.

დაინტერესებულმა პირებმა შეთავაზება უნდა გაგზავნონ: ttugushi@strada.ge

ტენდერის დასრულების თარიღი: 2024 წლის 25 დეკემბერი, 19:00 საათი.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე:
https://drive.google.com/drive/folders/1XC1ACS-lv_aa099nFSXicTeC_iK5Agyy?usp=sharing


საკონტაქტო ინფორმაცია:
ttugushi@strada.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები