ჩაბარების ვადა:

19 დეკემბერი 2024, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T24779 - ტენდერი შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ დასაქმებულთა და მათი ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 19 დეკემბერი, 12:00 საათი. შეიცვალა ტექნიკური დავალების დოკუმენტი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს შპს ბათუმის ნავთობტერმინალისდასაქმებულთა და მათი ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე.

მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, წმინდა სევერიანე აჭარელის ქ. 4 გ. 

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში,მისამართზე ქ. ბათუმი, სევერიან აჭარელის 4 (ძველი მაიაკოვსკის ქუჩა) 

პოტენციურმა მიმწოდებელმა/შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) სატენდერო წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს: 

  • ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ტენდერში მონაწილეობის განაცხადი (ტენდერში მონაწილეობის განაცხადის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე)
  • ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს პოტენციური მიმწოდებლის ყველა ფაქტობრივ ხარჯს, რომელიც წარმოადგენს მიწოდებული საქონლის, სამუშაოების და მომსახურების საბოლოო ფასს, მათ შორის თანმხლები მომსახურების ღირებულებას, დღგ-ს გათვალისწინებით (თუ დღგ-ს გადამხდელია);
  • ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული „ტექნიკური დავალება“
  • სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის ასლი (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს
    მიერ სატენდერო განაცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)
  • ცნობა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სატენდერო განაცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)
  • ცნობა დავალიანების არქონის შესახებ (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სატენდერო განაცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)

საქონლის/სამუშაოს/მომსახურების დეტალური ჩამონათვალი, მახასიათებლები და სხვა მოთხოვნები მოცემულია ამ დოკუმენტაციის დანართში No1 (ტექნიკური დავალება). 

ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და/ან რუსულ ენებზე. 

გამოცხადების თარიღი: 11.12.2024 წ.
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 19.12.2024 წ. / 12:00 სთ.

ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან. 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტების განყოფილებას. ელექტრონული მისამართზე; MtseralishviliD@batumioilterminal.com მობილური: +995 577374040. 

პოტენციური მიმწოდებლის/შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (ტექნიკური დავალება/ დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების შესრულება. 

პოტენციური მიმწოდებელი/შემსრულებელი ვალდებულია წარადგინოს კომერციული წინადადება, საიტზე განთავსებული საკონკურსო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად: www.batumioilterminal.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები