ჩაბარების ვადა:

14 მაისი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2490 - ტენდერი ლოგოს შექმნაზე

ტენდერის აღწერილობა:

ააიპ ჩერნოვეცკის ფონდი აცხადებს კონკურსს 3 ენოვანი (ქართული, ინგლისური რუსული) ლოგოს შექმნაზე. 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

ააიპ ჩერნოვეცკის ფონდის ლოგოს შექმნის საკონკურსო მოთხოვნები:

  • ლოგო უნდა იყოს 100% ორიგინალი (არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს)
  • ლოგოში აუცილებელია ფონდის დასახელების გამოყენება და იგი სიმბოლიკასთან ერთად ლოგოს ერთიანი აღქმის და კონცეფციის ნაწილი უნდა იყოს.
  • ლოგოს უნდა ჰქონდეს ტექსტის 3 ვერსია - ქართული, ინგლისური და რუსული.
  • ლოგოს სიმბოლიკა სამივე შემთხვევისთვის უნდა იყოს საერთო.
  • შინაარსობრივად ლოგო უნდა ასახავდეს ააიპ ჩერნოვეცკის ფონდის საქმიანობის სპეციფიკას (მოწოდება ქველმოქმედებისკენ, გამჭვირვალეობა, თანადგომა, საიმედოობა, სანდოობა, ნათელი მომავლის და ღირსეული სიბერის იმედი).
  • ლოგო უნდა იყოს მარტივი და ადვილად აღქმადი.
  • ლოგო უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი, დასამუშავებელი, მარტივად უნდა შეიძლებოდეს ზომის ცვლილება.
  • ტექნიკური თვალსაზრისით, ლოგო მარტივად უნდა თავსდებოდეს ნებისმიერ საბრენდო პროდუქციაზე.
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლოგო უნდა გამოაგზავნოთ ციფრულ ფორმატში (jpg ან png).
  • კონკურსში გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს ლოგოს ვექტორული ფაილი.

ლოგოში ასახული ფონდის დასახელება:

  • ჩერნოვეცკის ფონდი
  • ФОНД ЧЕРНОВЕЦКОГО
  • CHERNOVETSKYI FUND

ორგანიზაციის შესახებ:
ხუთი წლის განმავლობაში ჩერნოვეცკის ფონდი მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ქართული საზოგადოების ყველაზე დაუცველ ნაწილს.

პროექტი N1 - დღესდღეობით ჩვენი საქველმოქმედო ფონდი მზრუნველობას უწევს 700-მდე საწოლს მიჯაჭვულ ადამიანს. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/88-home-care/. ჩვენი თანამშრომლები უწევენ მათ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადავცემთ მკურნალი ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს, საფენებს, საკვებ პროდუქტებს და ჰიგიენურ საშუალებებს.

პროექტი N2 - ფარგლებში, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ფეისბუქისა https://www.facebook.com/ChernovetskyiFund და ვებ გვერდის https://chernovetskyifund.ge/ge/projects/?sort=recommend საშუალებით ვეხმარებით თანხების მობილიზებაში.

პროექტი N3 - მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის გახსნილია საოჯახო ტიპის სახლები თბილისში https://chernovetskyifund.ge/ge/projects/90-family/ და ქობულეთში https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/95-children/, სადაც 30 ბავშვი ცხოვრობს.

პროექტი N4 - 2017 წლის 1 მაისიდან სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის გაიხსნილია დღის ცენტრი, სადაც ფუნქციონირებს საპარიკმახერო, სამრეცხაო, საშხაპეები, უფასო სასადილო და ოთახი სადაც შესაძლებელია ტელევიზორის ყურება და ინტერნეტით სარგებლობა. დღის ცენტრში იმუშავებს სხვადასხვა კვალიფიკაციის ექიმი, რომელიც ბენეფიციარებს გადასცემს სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებს.

შენიშვნა: ზემოაღნიშნული პროექტები, ყველა ეტაპზე უსასყიდლოდ ხორციელდება!

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

საკონკურსო ფაილების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 14 მაისი, დაგვიანებით წარმოდგენილი შეთავაზებები არ განიხილება.

კონკურსანტებმა მოთხოვნილი ფაილები და რეკვიზიტები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: v.shikhashvili@fsp.ge, Subject ველში მიუთითეთ „კონკურსი ლოგოს შექმნაზე“.

კონკურსში გამარჯვებული მიიღებს 600 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. 

ტენდერის კატეგორია:

  • 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 22500000 საბეჭდი ფორმები ან ცილინდრები ან ბეჭდვისას გამოსაყენებელი სხვა საშუალებები
  • 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები