ჩაბარების ვადა:

15 მაისი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2507 - ტენდერი საწყობის და ძირითადი საშუალებების პროგრამის შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ღია ტენდერს საწყობის და ძირითადი საშუალებების პროგრამის შეძენაზე.

მოთხოვნები და პროგრამის მოკლე აღწირილობა მოცემულია თანდართულ ფაილად „პროექტის აღწერილობა“.

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის, ხარისხის და მოწოდების პირობების წარმომდგენი ერთი კვალიფიციური კომპანია.

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • ფასთა ნუსხა (ჩაშლილად, გადასახადების ჩათვლით)
  • სარეკომენდაციო ორიგინალი წერილი, მინ. 3, ბოლო 6 თვის გაცემული;
  • კორპორატიული კლიენტების და განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი;
  • საბანკო ამონაწერი ან ინფორმაცია ბრუნვების შესახებ (მინიმუმ ბოლო 3 თვის, შესაძლებელია კომპაქტ დისკის ან მეხსიერების ბარათის საშუალებით მოწოდება);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების შესახებ;
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი); 

აუცილებელი პირობა:

  • მომწოდებელთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილ საბანკო ანგარიშზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკის“ კანცელარიაში დალუქული კონვერტით, მისამართი: თბილისი 0103, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.#3

გთხოვთ კონვერტზე მიუთითეთ შემდეგი მონაცემები: 

  • კომპანიის დასახელება;
  • იურიდიული და ფაქტიური მისამართი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელ-ფოსტის მისამართი);
  • ტენდერის დასახელება; 

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 15 მაისი (18:00 სთ).

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილის ელ-ფოსტა: andro.tatishvili@terabank.ge , ტელეფონი: 255 00 00 (შიდა: 2008).

ტენდერის კატეგორია:

  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები