ჩაბარების ვადა:

31 იანვარი 2025, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T25083 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე GGU ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

GWP & GST - აცხადებს გაერთიანებულ ელექტრონულ ტენდერს საწვავის შესყიდვაზე GGU ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის.

GGU ჯგუფში შემავალი კომპანიები (შემდგომში „შემსყიდველი):

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)

შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST, ს/ნ 203828313)

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა 

საწვავის შესყიდვა დანართი N1-ით განსაზღვრული  სავარაუდო წლიური მოცულობების შესაბამისად. 

შენიშვნა: წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოცულობები არის საორიენტაციო და შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს ელექტრონულ ტენდერში განსაზღვრული რაოდენობები.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საწვავის შესყიდვა განხორციელდება 2025 წლის 15 მარტიდან 2026 წლის 15 მარტის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველი კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.

1.3 განფასება და ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საწვავის ფასი როგორ დანართი N1-ის, ასევე დანართი N2-ის მიხედვით.  (იხილეთ თანდართული დოკუმენტაცია)

1.4 განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს უსასყიდლოდ 750 ერთეული „აგაი“ (ავტომანქანის გამართვისა და ავტომატური იდენტიფიცირების) სისტემის მონტაჟი/დემონტაჟი შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე;
  • მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს უსასყიდლოდ საწვავის ბარათების დამზადება და შემსყიდველისთვის გადაცემა;
  • მიმოწდებელი ვალდებულია მყიდველს გადასცეს ონლაინ მართვის მოდული, სადაც მყიდველი შეძლებს შეკვეთების განთავასებას და საწვავის მოხმარების მონიტორინგს.
  • მიმწოდებელი ვალდებულია მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში წელიწადში ორჯერ, საწვავის სინჯები აიღოს და გააგზავნოს შემოწმებაზე თავისი ხარჯებით საზღვარგარეთ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში და შედეგი წარუდგინოს მყიდველს. აკრედიტირებულ ლაბორატორიას შეარჩევს მყიდველი.
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ყოველი კალენდარული თვის პირველივე სამუშაო დღეს განსაზღვროს და წარმოუდგინოს მყიდველს საწვავის ღირებულება C ფორმულის მეშვეობით.

1.5 საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) მოქმედების ვადა:

ხელშეკრულება გაფორმდება 2025 წლის მარტის თვიდან; საქონელს მყიდველი შეისყიდის ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში ეტაპობრივად.

შემსყიდველი გამარჯვებულ კომპანისთან ხელშეკრულებას გააფორმებს თავისი შეხედულებისამებრ - ან დანართი N1 ან დანართი N2 -  წარმოდგენლი პირობების მიხედვით.

1.6 საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

გატანა ავტოგასამართი სადგურიდან.

1.7 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ:

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ელ. ტენდერის სისტემის მეშვეობით შემოთავაზებული თითოეული საწვავის შესახებ საწვავის ექსპერტიზის სფეროში აკრედიტირებული საერთაშორისოდ აღიარებული საექსპერტო დაწესებულების ან მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ხარისხის ანალიზის მეთოდები გამოყენებულ უნდა იქნეს საერთაშორისო სტანდარტებისა (ISO) და ევროპული ნორმების (EN) საფუძველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად. წარმოდგენილი ხარისხის სერთიფიკატი უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის ”EN 590” სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

1.8 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით
 

1.9 ხელშეკრულების გაფორმება:

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება თითოეულ შემსყიდველ კომპანიაზე ცალ-ცალკე სატენდერო პირობების გათვალისწინებით. 

1.10 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი,  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი,  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის,  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 31 იანვარი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთთანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067 

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    21 იანვარი 2025 დრო 15:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა