
3 თებერვალი 2025, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T25155 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი | რაოდენობა |
პერსონალური კომპიუტერი - პროცესორი - Intel Core i3 12 თაობა ან უკეთესი (ინტეგრირებული ვიდეობარათით); ოპერატიული - 8GB DDR4 ან უკეთესი; მყარი დისკი - 512 GB ის მოცულობით SATA ან M.2 SSD; კვების ბლოკი: 500 ვატიანი 80 Plus სერთიფიკატით | 3 |
პრინტერი მრავალფუნქციური : HP LaserJet MFP M236dw, HP Laser MFP 137fnw ან ამ საფასო კატეგორიაში რომელიმე სხვა | 3 |
მონიტორი: - დიაგონალი 21.5, VGA და HDMI პორტებით ან უკეთესი | 3 |
პროცესორის ქულერი: Deepcool GAMMAXX SERIES AG400 | 15 |
კვების ბლოკი: Deepcool DE600 V2 | 15 |
მყარი დისკი: Sata SSD მეხსიერება:Seagate BarraCuda 480GB SSD | 15 |
ქსელის ბარათი: TP-LinkTG-3468 | 15 |
USB ჰაბი: CHLBF-SCB VENTION 5-in-1 USB 3.0 Hub 1m USB 3.0 x 4/Micro-B | 5 |
USB ქსელის ადაპტერი: Kingda, USB 3.0 A plug to RJ45 1 Gbe Etherent Adapter KDUSBRJ453001 | 5 |
HDMI კაბელი: Kingda, HDMI Cable, 30AWG,Al+braiding, shield, copper, goldplated, PVC, Plastic shell HMAA6001-1.8M | 5 |
DisplayPort კაბელი: KINGDA, Display Port to Display Port Cable,1.8M KDDP6001 | 10 |
ქსელის კაბელი: Gembird PP12-5M Patch Cord UTP CAT5E 5m | 10 |
არამართვადი სვიჩი: TP-Link TL-SF1008D 8-port Swiches | 5 |
დამაგრძელებელი: Defender Surge protector 3m | 10 |
მოწოდება:
I ეტაპად 2025 წლის თებერვალში
ანაზღაურება:
მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 03/02/2025 15:00 საათი
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 3 თებერვალი 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები