6 თებერვალი 2025, 14:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T25172 - აუქციონი უწყვეტი კვების ბლოკების (UPS) შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს აუქციონს უწყვეტი კვების ბლოკების (UPS) შესყიდვაზე.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებახელშეკრულების პირობებს.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირისხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი1;
- პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებულისაქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია დაწარმოშობის ქვეყანა.
- შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურპარამეტრებს.
- ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი 2;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულგადასახადებს და გადასახდელებს.
- საგარანტიო პირობები: განისაზღვროს პრეტედენტის მიერ, არნაკლებ 3 წლით.
- მიწოდების მისამართი: ქ. თბილისი, ჭირნახულის ქ. #9
- მიწოდების ვადა: მოთხოვნიდან არაუმეტეს 15 დღისა.
- ტენდერში განიხილება მითითებული მოდელები, ან მათი მსგავსი კონფიგურაციის მქონე მოდელი, რომელიც შეფასდება გატესტვის შედეგად.
შენიშვნა1: მოთხოვნის შესაბამისად დაინტერესებულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს ტენდერში შემოთავაზებული მოდელის ნიმუში.
- შემოთავაზებული ტექნიკა გაიტესტება 5 დღის ვადაში.
შენიშვნა 2: შესყიდვის საბოლოო რაოდენობები დაზუსტდება ხელშეკრულების ხელმოწერამდე
შეფასების კრიტერიუმები:
- ღირებულება - 60%
- მოწოდების ვადა - 20%
- კომისის შეფასება - 20 % (იგულისხმება კომპიუტერის მონაცემები, ტესტირების შედეგები ბანკის ინფრასტრუქტურასთან თავსებადობის გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია:
ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:
- სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
- უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
- ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 6 თებერვალი 14:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
- ფასის კლების ბიჯი: 200 დოლარი
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ვაჭრობა დაიწყება 6 თებერვალს 14:00 საათზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ანი სტეფნაძე
astepnadze@bog.ge
ტელ: 579 24 34 75
ტენდერის კატეგორია:
- 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები