10 თებერვალი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT25177 - ტენდერი A4 ფორმატის ჩარჩოს მეტალის სადგამით შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს A4 ფორმატის ჩარჩოს მეტალის სადგამით შესყიდვაზე.
პროდუქტის აღწერილობა: A4 ჩარჩო მეტალის სადგამით შესყიდვა.
№ | საქონლის დასახელება | ტექნიკური მახასიათებლები | რაოდენობა | განზომილება |
1 |
"A4 ჩარჩო მეტალის სადგამით" |
ჩარჩოს ზომა: A4; ჩარჩოს მასალა: პლასტმასის ჩარჩო გამჭირვალე ორმაგი პროტექტორით (შუქამრეკლი); ჩარჩოს ფირი უნდა უყოს დაბეჭდილი და დაუბეჭდავი: 1 000 ცალი დაბეჭდილი წარწერით „ მოასწარი“ 2 150 ცალი დაბეჭდილი წარწერით „ აქცია“ 1 200 ცალი დაუბეჭდავი ჩარჩოს ფერი: შავი; სადგამი: მართკუთხა მეტალი ადაპტერით; ალუმინის რეგულირებადი მილი 30-60 სმ პლასტმასის დამჭერით. |
4 350 | ცალი |
2 |
"A4 ჩარჩო სადგამის გარეშე" |
რაოდენობა: 200 ცალი; ჩარჩოს ზომა: A4; ჩარჩოს მასალა: პლასტმასის ჩარჩო გამჭირვალე ორმაგი პროტექტორით (შუქამრეკლი); ჩარჩოს ფერი: შავი;" |
200 | ცალი |
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- პრეტენდენტმა კომერციული წინადადება უნდა წარმოადგინოს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, დანართი N1-ის შესაბამისად;
- პრეტენდენტმა შესასყიდი საქონლის დეტალური ტექნიკური მონაცემები, ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყანის, მწარმოებელი კომპანიის, მოდელის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართი N1-ის შესაბამისად;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ (დანართი N1);
- გადახდის პირობა (დანართი N1);
- პრეტენდენტი ვალდებულია ტენდერის დასრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში. მისამართი: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, საქართველო, თბილისი, 0113, სამუშაო საათები 09:00-18:00.
*შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიის შემოთავაზებას, რომელის ანგარიშწორების პირობა იქნება 45 (ორმოცდახუთი) დღიანი კონსიგნაცია.
აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმეტები:
- დანართი N1, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ხელმოწერილი, ისე Excel-ის ფორმატით;
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);
შენიშვნები:
- შპს „ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას არ შეისყიდოს სრულად ტენდერში წარმოდგენილი რაოდენობები.
- შპს ,,ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
- შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2025 წლის, 10 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნატო კობალავა
საკონტაქტო ნომერი: 599 11 77 88
ელ.ფოსტა: nato.kobalava@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 39200000 ავეჯის აქსესუარები
- 39100000 ავეჯი