ჩაბარების ვადა:
14 თებერვალი 2025, 12:00
სტატუსი:
მიმდინარეT25197 - ტენდერი რუსთავის ცემენტის ქარხანაში გვჭირდება ცემენტის სილოსის გაწმენდითი სამუშაოების წარმოებაზე
ტენდერის აღწერილობა:
რუსთავის ცემენტის ქარხანაში გვჭირდება ცემენტის სილოსის გაწმენდითი სამუშაოების წარმოება. სასურველია სამუშაოები დაიწყოს 2025 წლის პირველ კვარტალში. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები გაგრძელდეს მაქსიმუმ 4 კვირა.
ქვემოთ იხილეთ ტექნიკური დავალება აღნიშნულ სამუშაოებზე:
- ცემენტის #1 სილოსის გეომეტრიული ზომებია: სიმაღლე 22,1 მეტრი, დიამეტრი 9,86 მეტრი. სილოსს სტანდარტულად აქვს 3 ქვედა (გვერდიდან) ლუქი ცემენტის გამოსაშვებად. სილოსის გაწმენდაში იგულისხმება ყველა არსებული ლუქის გახსნა მასალისგან და დაგროვილი როგორც მყარი მასის, ასევე ნარჩენი ცემენტის გამოღება.
- ცემენტის სილოსი სამუშაოების დაწყებისას იქნება მაქსიმალურად ცარიელი, ხოლო მკვდარი ნაშთი (დაბეგებული მასა + არ წამოსული ცემენტი) დაახლოებით 1230 ტონა, ეს მასა იქნება გამოსაღები და გადასაზიდი ქარხნის წარმომადგენლის მიერ ნაჩვენებ ტერიტორიაზე. მასალის ტრანსპორტირებას, საჭირო ხელსაწყოების და პერსონალის უზრუნველყოფას აკეთებს შემსრულებელი კომპანია.
- ჩატარებული სამუშაოების გარემოსდაცვით და უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელია შემსრულებელი, სავალდებულო სახის რეკომენდაციები გაცემულ იქნება რუსთავის ქარხნის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან.
იხილეთ თანდართული დოკუმენტაცია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:
- სამუშაოების შესრულების ადგილი: ქ. რუსთავი, რუსთავის ცემენტის ქარხანა.
- სამუშაოების შესრულების ვადა: დაწყებიდან 28 დღე
- გადახდის პირობები: სამუშაოების დასრულების შემდეგ, შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე
წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 14.02.2025, 12:00 საათი
გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადება შემდეგ მისამართზე:
HeidelbergCement Georgia Ltd
21 ალ. ყაზბეგის გამზირი
0160 თბილისი, საქართველო
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი ოთარაშვილი
Email : Giorgi.Otarashvili@cement.ge
Phone : 555-43-11-91
ტენდერის კატეგორია:
- 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები