
ჩაბარების ვადა:
19 მაისი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2521 - ტენდერი საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ჯართის გაყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია “RMG Copper” აცხადებს ტენდერს საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ჯართის გაყიდვის შესახებ.
ჯართის ჯამური რაოდენობა შეადგენს - 100-120 ტონას
ჯართის მიწოდების ადგილია - ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი, კომპანია „რმჯ“-ის საწარმოო ტერიტორია.
პრეტენდენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნებია:
- მყიდველი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებითა და საშუალებებით მოახდინოს „გამყიდველის“ საწარმოო ტერიტორიაზე ჯართის დახარისხება და შემდგომი მისი ტრანსპორტირება.
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა განხორციელდება „ჯართის“ გატანამდე და მხოლოდ „ჯართის“ ღირებულების გადახდის შესაბამისი საბუთის გამყიდველისათვის წარდგენის შემდეგ მოხდება „ჯართის“ გატანა საწარმოო ტერიტორიიდან.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერში მონაწილეობისთვის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება (გთხოვთ, სატენდერო წინადადებას თან დაურთოთ ჯართის გატანის ფასი, ვადები, ამონაწერი რეესტრიდან და ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ)
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი #3
- ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის მოგვმართეთ ელ.მისამართზე- LPirveli@richmetalsgroup.com
- კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
- კონვერტების მიღების ბოლო ვადაა - 19.05.2017
ტენდერის კატეგორია:
- 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები