
14 თებერვალი 2025, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T25277 - ტენდერი ერთი ცალი BRAND NEW საწყობის ელექტრო დამტვირთველის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერს ერთი ცალი BRAND NEW საწყობის ელექტრო დამტვირთველის შესყიდვაზე.
1.2 შესასყიდი საწყობის დამტვირთველის ტექ. მახასიათებელი-დავალება:
დანართ N1-ში მოცემულია შესაძენი ტექნიკის ტექნიკური მახასიათებელი-დავალება რომელსაც პრეტედენტის მიერ შემოთავაზებული წინადადება უნდა აკმაყოფილებდეს.
შენიშვნა: თუ პრეტედენტი ვერ აკმაყოფილებს ტექნიკურ მახასიათებლებში მოთხოვნილ სპეციფიკაციას, პრეტედენტს აქვს უფლება წარმოადგინოს მსგავსი კონტრ შეთავაზება.
1.3 განფასება და ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დანართი N1-ში პრეტედენრის შესავსები შემდეგი ველები:
- ბრენდი, მწარმოებელი / Brand, Manufacturer
- წარმოების ქვეყანა / Origin
- ერთეულის ფასი დღგ-ეს ჩათვლით / Unit price including VAT
- გამოშვების წელი / Year of Manufacturing
- საგარნტიო პერიოდი / Warranty period
- საგარანტიო მომსახურების სერვის პუნქტების რაოდენობა და მისამართები / Number and addresses of warranty service points
- გადახდის პირობა / Payment Term
- მოწოდების ადგილი / Delivery address
- მოწოდების ვადა / Delivery time
დამატებითი დოკუმენტაციის სახით, პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს:
- მწარმოებლის მიერ გაცემული სრული ტექნიკური მახასიათებლები / Manufacturer and Technical Data
- სრული საგარანტიო პირობა
- დამტვირთველის ვიზუალის ამსახველი ფოტოები
1.4 საწყობის დამტვირთველოს მიწოდების ვადა:
პრეტედენტის მიერ უნდა იქნას შემოთავაზებული დანართი N1-ის მიხედვით. უპირატესობა მიენიჭება უადრეს მოწოდების ვადას.
1.5 საწყობის დამტვირთველის მიწოდების ადგილი:
პრეტედენტმა უნდა დააფიქსიროს დანართი N1-ში დამტვირთველის მიწოდების მისამართი.
საჭიროების შემთხვევაში საწყობის დამტვირთველის გაფორმება უნდა მოხდეს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში ან გამყიდველის სერვის ცენტრში გამყიდველის ხარჯებით.
1.6 ანგარიშსწორების პირობები:
პრეტედენტის მიერ უნდა იქნას შემოთავაზებული დანართი N1-ის მიხედვით. უპირატესობა მიანიჭება კონსიგნაციის ვადას.
1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად) და მუხლი 1.3-ით მოთხოვნილი დოკუმენტაცია;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
- კომპანიის სრული რეკვიზიტები;
- უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ანალოგიური საქონლის მიწოდების გამოცდილება;
შენიშვნა:
- ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
- პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
1.8 ხელშეკრულების გაფორმება:
წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება.
1.9 სხვა მოთხოვნა:
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
შემსყიდველი, იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის, მხრიდან.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 14 თებერვალი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთთანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761
საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067
ტენდერის კატეგორია:
- 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები