
17 თებერვალი 2025, 17:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T25285 - ქსელის ცენტრალური გამანაწილებელი სივრცის მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ქსელის ცენტრალური გამანაწილებელი სივრცის მოწყობაზე, დანართი №1-ში წარმოდგენილი დეტალური ინფორმაციის შესაბამისად.
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მოთხოვნილ სრულ სამუშაოებზე როგორც უწყვეტი კვების წყაროს მიწოდება/მონტაჟზე, ასევე ელ. გამანაწილებელი ფარების, ავტომატური ამომრთველების, ელ. სადენებისა და მისი ელემენტების, ოპტიკური გამანაწილებელი ფარების (ODF), ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებისა და მისი ელემენტების მიწოდება/მონტაჟზე.
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- სამეწარმეო ამონაწერი;
- განიხილება კომპანია, რომელიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია რაც დაფუძნებულია;
- კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი №1-ის შესაბამისად);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და შესრულების პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- თითოეული მოსაწოდებელი პროდუქციის ოფიციალური დეტალური ტექნიკური აღწერილობა.
გამარჯვების შემდგომ პრეტენდენტის მიერ, ხელშეკრულების გაფორმებამდე, სავალდებულო წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სპეციალისტთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
3.1. საქონლის მოწოდება და მომსახურება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74;
შენიშვნა: საქონლის მიწოდება და მომსახურება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
5. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი №2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 17 თებერვალი, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00.
ტენდერის კატეგორია:
- 32400000 ქსელები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები