
ჩაბარების ვადა:
22 მაისი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2533 - ტენდერი ბანკომატების სათვლელ მანქანაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ბანკომატების სათვლელ მანქანაზე - 50 ცალი.
მოთხოვნები:
- თვლის სიჩქარე მინიმუმ 700 ბნ/წთ;
- ჯიბეების რაოდენობა მინიმუმ 3 (ჩასატვირთი, ნამდვილი, საეჭვო);
- ჩასატვირთი ჯიბის ტევადობა - მინიმუმ 300 ბანკნოტი, ნამდვილი ჯიბის - მინიმუმ 200 ბანკნოტი, საეჭვო ჯიბის - მინიმუმ 50 ბანკნოტი;
- სენსორულმა სისტემამ უნდა შეამოწმოს ბანკნოტის ნომინალი, ზომები, სისქე, ინფრაწითელი, ულტრაიისფერი და მაგნიტური დამცავი ნიშნები.
- სერიული ნომრის წაკითხვა და შედარება;
- შერეული ბანკნოტების დათვლა მთლიანი თანხის გამოყვანით, ასევე ცალ-ცალკე დახარისხება, ნომინალის, ემისიის და ორიენტაციის მიხედვით;
- გარე ეკრანისა და პრინტერის მიერთების საშუალება;
- კვება: ერთფაზიანი ძაბვა 220–240 ვოლტი + –10%. სიხშირე 50 ჰერცი + – 5%.
გარანტიები:
- საგარანტიო პერიოდი არანაკლებ 12 თვისა;
- საგარანტიო პერიოდის განმავლობაში სათადარიგო და ადვილად ცვეთადი ნაწილებით უფასო მომარაგება;
- მანქანების სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება განთავსების ადგილზე;
- 5 წლის განმავლობაში სათადარიგო ნაწილებით მომარაგება თითქმის უცვლელ (სტაბილურ) ფასებში.
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 15 მაისიდან 2017 წლის 22 მაისის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1- ის გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ლადო სიჭინავას 599 740 041;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 22 მაისი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=740&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა