ჩაბარების ვადა:

13 თებერვალი 2025, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T25351 - აუქციონი იტალიიდან 20 ერთეული Fiat Ducato L2H2 მანქანის ტრანსპორტირების მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს რევერსულ აუქციონს იტალიიდან 20 ერთეული Fiat Ducato L2H2 მანქანის ტრანსპორტირების მომსახურებაზე.

სტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის: 

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებახელშეკრულების პირობებს.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირისხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილიდანართი1
  • შემოთავაზება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტებიდანართი 2;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ევროში, მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულგადასახადებს და გადასახდელებს.

სატენდერო მოთხოვნები:

  • საგარანტიო პირობები: განისაზღვროს ტვირთის სრულად მოწოდებამდე;
  • მიწოდების ვადა:  ეტაპობრივი მოწოდება, ბანკის მოთხოვნის შესაბამისად. პრეტენდენტი ავსებს „მოწოდების ვადა“  სვეტს. მოწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს.
  • სანქცია: მოწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერთეული ტრანსპორტის ღირებულების 10%;
  • მიწოდების მისამართი:  ქ. თბილისი, პუშკინის #3;
  • პრეტენდეტმა უნდა განაფასოს : ცხრილი N1
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სარეკომენდაციო წერილები; 

შეფასების კრიტერიუმები

გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით:

  • ღირებულება - 40%
  • სახელშეკრულებო პირობები -30%
  • მიწოდების ვადა - 30%

დამატებითი ინფორმაცია:

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.

ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 13 თებერვალი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ევრო
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
  • ფასის კლების ბიჯი: 200 ევრო
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ვაჭრობა დაიწყება 13 თებერვალს 15:00 საათზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნინო ბუშელაშვილი
nbushelashvili@bog.ge
+995 595 490 199

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    12 თებერვალი 2025 დრო 15:00
  • შეთავაზების ვალუტა: EUR
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 200.00 €