
18 მარტი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT25427 - ტენდერი მზის ელექტროსადგურებისათვის სოლარ კაბელების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს მზიანი ველი აცხადებს ტენდერს მზის ელექტროსადგურებისათვის სოლარ კაბელების შესყიდვაზე.
ჩვენი კომპანია, შპს მზიანი ველი სპეციალიზირებულია მზის ენერგიის ელექტროსადგურების მშენებლობაში და მისი ფუნქციონირებისათვის მომსახურებაში.
ამ ეტაპზე, ჩვენ განვიხილავთ შემოთავაზებებს იმ მიმწოდებლებიდან, რომელნიც შეძლებენ სოლარკაბელების (solar cable 1x6) რეგულარულ მიწოდებას ჩვენს მზის ენერგიის პროექტებში.
ჩვენი მოთხოვნები და ყურადღება სწორედ შესასყიდი ობიექტის ხარისხზე და სტანდარტებზეაგამახვილებული, ამიტომ მოვითხოვთ, რომ კაბელები, რომლებსაც მოგვაწოდებთ, უნდა იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და გააჩნდეს შესაბამისი სერთიფიკატები -
- EN 50618 (H1Z2Z2-K)
- IEC 62930 (IEC 131)
გარდა ამისა, გთხოვთ, გათვალისწინოთ შემდეგი მოთხოვნები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს ყველაჯერზე კაბელის მიწოდებისას:
1.კაბელის მახასიათებლები:
-
- კაბელი უნდა იყოს განკუთვნილი მზის პანელების სისტემებისთვის, ადაპტირებული მზის ენერგიის სისტემებში გამოყენებისათვის.
- უნდა იყოს UV რეზისტენტული, რაც უზრუნველყოფს მის გამძლეობას სხვადასხვა ამინდის პირობებში.
- კაბელი უნდა იყოს რბილი და ადვილად მისაყვანი.
- კაბელი უნდა იყოს გამძლე და მედეგი მექანიკურ ზემოქმედებებთან, როგორიცაა ტემპერატურის ცვლილებები, ტენიანობა და სხვა გარემო ფაქტორები.
- მიწაზე განთავსებული მზის ელექტროსადგურებისთვის განკუთვილი კაბელი უნდა შეიცავდეს ნივთიერებებს, რომელიც უზრუნველყოფს მღრღნელებისა და მწერებისგან თავდაცვას.
2. ტექნიკური მახასიათებლები:
- კაბელის მაქსიმალური მუშაობის ტემპერატურა -40 °C to + 90 °C
- გამტარის წინააღმდებობა სერთიფიკატის მიხედვით EN 50618, table 2
- აუცილებელია, რომ კაბელი იყოს ჰერმეტულად შეფუთული და მდგრადი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის. ექსპულატაციის ვადა მინიმუმ 25 წელი.
- ძაბვის ტესტი სრულ კაბელზე AC ან DC - EN 50395 პუნქტი 6 (6,5 kVAC or 15 kVDC ; 5 min)
- კაბელი უნდა იყოს დამზადებული მაღალი ხარისხის მასალებისგან, რათა უზრუნველყოსყველაზე მაღალი უსაფრთხოება და ეფექტურობა. (წყლისადმი მდგრადობა - 20 °C და 90 °C ტემპერატურაზე EN 50618, ცხრილი 1)
3.მიწოდების პირობები:
- მოთხოვნილი რაოდენობის მიწოდება - რეგულარულად 3 თვეში ერთხელ დაახლოებით 15000 მეტრი.
- მიწოდების პირობები და ლოჯისტიკის დეტალები - შეკვეთიდან 3 კვირაში, ტრანსპორტირება შეთანხმებისამებრ მომწოდებლის ან მყიდველის მხარეს.
- ხარისხის სერტიფიკატები და შემოწმების შედეგები, რომლებიც აჩვენებს კაბელის შესაბამისობას ზემოთ ხსენებულ სტანდარტებთან.
4. გარანტია და მომსახურება:
- კაბელების მიწოდების შემდეგ, გთხოვთ, უზრუნველყოთ მაღალი ხარისხის მხარდაჭერა და აუცილებლობის შემთხვევაში კაბელის შეცვლა ან შეკეთება.
- სერვისის პირობები და აღმოფხვრა ნებისმიერი კაბელის ნორმებისგან გადახრის შემთხვევაში.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი შეთავაზება ამ მოთხოვნების გათვალისწინებით, ან ამ მოთხოვნებთან დაახლოვებული ალტერნატიული შემოთავაზებები, რომელიც მოიცავს ფასებს, მიწოდების პირობებს, დადგენილ ვადებს და სხვა შესაბამის დეტალებს.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები, ალტერნატილი შემოთავაზებები რომლებიც საჭირო იქნება ჩვენი თანამშრომლობისთვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
პოტენციური მომწოდებლებიდან შეთავაზებები გამოგვიგზნეთ ელ.ფოსტზე: info@solarvalley.ge 2025 წლის 18 მარტის 18:00 საათამდე.
შპს მზიანი ველი (ს/კ 405489270)
თ. იოსებიძის 49, თბილისი
მობ.: 599 771 345; 551 329 032
ელ. ფოსტა: info@solarvalley.ge
ტენდერის კატეგორია:
- 31300000 იზოლირებული მავთული და კაბელი