
5 მარტი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T25428 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს საწვავის შესყიდვაზე.
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება ერთი წლის ვადით.
1 წლის მანძილზე შესაძენი საწვავის საპროგნოზო რაოდენობები:
საწვავის ტიპი |
ლიტრი |
ბენზინი პლასტიკურით (პრემიუმ ხარისხი) |
72,000.00 |
ბენზინი ტალონებით (პრემიუმ ხარისხი) |
13,000.00 |
ევრო დიზელი პლასტიკურით (პრემიუმ ხარისხი) |
6,000.00 |
ევრო დიზელი ტალონებით (პრემიუმ ხარისხი) |
6,000.00 |
სულ ჯამი: |
97,000.00 |
აუცილებელი მოთხოვნა:
- ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, გადასახადების ჩათვლით. თითოეული ტიპის საწვავის შემთხვევაში ფასი უნდა შეიცავდეს, მომწოდებლის ქსელში არსებულ ლიტრის ღირებულებაზე ფასდაკლების შესახებ ინფორმაციას.
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს პლასტიკური ბარათები და ტალონებით მომსახურების სერვისი.
- კომპანიის საიტზე, იუზერის მეშვეობით საჭიროა ხდებოდეს ბარათებზე საწვავის ნაშთის კონტროლი, ნაშთების მართვის და რეპორტების ამოღების შესაძლებლობით.
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- შევსებული ფასთა ცხრილი (იხ. თადართული ფაილი-შესავსები ფასთა ცხრილი) ; ფასდაკლების ღირებულება (თითოეული ტიპის საწვავზე).
- საწვავის ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატს;
- ავტო გასამართი სადგურების ჩამონათვალს და ლოკაციებს;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალს, საკონტაქტო პირების მითითებით;
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული);
- ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობას საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმებას კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
- საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
აუცილებელი პირობა:
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
- სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით.
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 5 მარტი, 18:00 სთ
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთთანდართულ ფაილში
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებზე გთხოვთ დაუკავშირდეთ დიანა კოკოლიშვილს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: diana.kokolishvili@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2008). მობ: 599547702
ტენდერის კატეგორია:
- 09100000 საწვავი