
26 თებერვალი 2025, 14:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T25432 - ტენდერი სააღდგომო პასკების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს სააღდგომო პასკების შესყიდვაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა, გამოცდილება
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდის უუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
პროდუქტის დასახელება (დანართი 1);
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს 9300 ერთეულ (აქედან 890 ცალი ბანკის შვილობილი კომპანიებისთვის, რომელზეც წარმომადგენლები, გამარჯვებულ კომპანიასთან თავად მოახდენენ ანგარიშსწორებას და შესაბამის კომუნიკაციას.) 1000 გრამიან, ან 700 გრამიან, ან 500 გრამიანი პასკის შეძენაზე, სასაჩუქრე მუყაოს ყუთის შეფუთვაში.
მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ სამივე გრამაჟის ფასი, ბიუჯეტის და ფარული დეგუსტაციის საფუძველზე შეირჩევა ერთ-ერთი.
სს საქართველოს ბანკი წინასწარ უზიარებს პრეტენდენტებს პასკის დიზაინს, რომელიც შესაძლოა მცირედით შეიცვალოს. მეორე დიზაინი კი, გაზიარდება მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც დაგვჭირდება დაახლოებით 200 ცალი.
- მომწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პასკის რაოდენობა შესაძლოა მცირედით დაკორექტირდეს
- მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს პასკის მიახლოებითი გაბარიტები (პასკის დიამეტრი და სიმაღლე)
- მუყაოს ყუთამდე უნდა იყოს განთავსებული პოლიეთილენის პარკში (რომ არ გამოშრეს)
- აუცილებელია მომწოდებელმა ბანკს მიაწოდოს სასაჩუქრე მუყაოს ყუთის ზომები, რომლის მიხედვითაც დამკვეთი მომწოდებელს მიაწვდის ყუთის დიზაინს;
- მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ყუთების დამზადება და ყუთში პასკის მოთავსება;
- ჯამური რაოდენობიდან ჯამში 890 + პასკის ტრანსპორტირება მოხდება საწარმოდანვე 7 აპრილს. (შესაძლოა პასკის რაოდენობა და თარიღები მცირედით დაკორექტირდეს)
- ყუთების ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები, კერძოდ სანტრანსპორტო საშუალება უნდა იყოს გათვლილი საკვების ტრანსპორტირებისთვის.
- პრეტენდენტი ვალდებულია პასკის ნიმუში მოგვაწოდოს ტენდერის დასრულებიდან არაუგვიანეს 2025 წლის 4 მარტის 12:00 საათამდე სს „საქართველოს ბანკის“ ლისის ოფისში. მის: მუხრან მაჭავარიანის 7. მიმღები: მარიამ შიხაშვილი +995 555 457339 და სათაოში. მის: იური გაგარინის 29ა. მიმღები ელა ყაველაშვილი + 995 579 010 403 (წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ იქნება განხილული)
- გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ, ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭიროა საშუალოდ ერთი კვირა, გთხოვთ ეს ვადა გაითვალისწინოთ პასკების ჩაბარების განრიგთან ერთად.
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, ბანკს მიაწოდოს თავისივე რესურსით 2 317 ცალი პასკა ჭირნახულის ქუჩა #9-ში, 2025 წლის 7 აპრილს, დილის 10 საათზე. 890 ცალ პასკას კი, შვილობილი კომპანიები წაიღებენ თვითონ 2025 წლის 7 აპრილს, დილის 10 საათზე.
მეორე პარტიის მიწოდება 5808 ცალის უნდა მოხდეს ასევე გამარჯვებული კომპანიის რესურსით 2025 წლის 14 აპრილს, 10 საათზე, ჭირნახულის ქუჩა #9-ში (შესაძლოა პასკის რაოდენობა და თარიღები მცირედით დაკორექტირდეს). დანარჩენი 285 ცალი პასკა, რომელ პარტიაში მოხვდება გავუზიარებთ გამარჯვებულ კომპანიას. - *გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 26 თებერვალი, 14:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი (დღგ-ს და სხვა ყველა ხარჯით)
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი:
ელა ყაველაშვილი
ekavelashvili@bog.ge
579 01 04 03
ტენდერის კატეგორია:
- 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი