
19 მარტი 2025, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T25447 - ტენდერი საფოსტო მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ევექსი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 20 თებერვალი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 19 მარტი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს ევექსი („შემსყიდველი“) აცხადებს ტენდერს საფოსტო მომსახურების შესყიდვაზე ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით (12 თვის ვადით).
- ტენდერის გამოცხადება: 19 თებერვალი 2025
- სატენდერო წინადადებების მიღების დასრულება: 19 მარტი 2025
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა: 31 მარტი 2025
- ხელშეკრულების გაფორმება: 4 აპრილი 2025
სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავს:
- ტენდერის პირობებს
- დანართი №1 განფასებას
- დანართი №2 აფიდავიტი
- დანართი №3 ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 19 მარტი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო ინფორმაცია :
მარიამ გიქოშვილი
mgikoshvili@evex.ge
ტელ: +995 568 515 560
ტენდერის კატეგორია:
- 64100000 საფოსტო და საკურიერო მომსახურებები
დოკუმენტაცია
სისტემაში ატვირთული ხელშეკრულების ფორმა შეუსაბამობასია ტენდერით გათვალისწინებულ მომსახურების პირობებთან.
გამარჯობა, კითხვა 1: ჩვენთვის ბუნდოვანია რა იგულისხმება 2 ნებისმიერი მათგანის ღირებულებაში- დავაკონკრეტებთ კითხვას: ორი ნებისმიერი გზავნილი, თუ კურიერის ნებისმიერი 2 ვიზიტისას გადმოცემული გაზავნილების საერთო რაოდენობა, რომელიც შეიძლება იყოს თითო გამოძახებაზე არაერთი (10, 20 .....)
გამარჯობა, გთხოვთ დაგვიზუსტოთ სატენდერო პირობების ადგილობრივი გზავნილების მომსახურების პირობებში -მოცემულ ჩანაწერში : "მიმწოდებელი ვალდებულია თვეში 2 საკურიერო მომსახურება უზრუნველყოს უფასოდ, რომელიც უნდა ამოიცავდეს შემსყიდველისაგან საფოსტო გზავნილის მიწოდებას შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე. ტენდერში განსაზღვრული საათების შესაბამისად" - რა იგულისხმება უფასო მომსახურებაში?
მოგესალმებით, თვეში განხორციელებული მომსახურებიდან, 2 ნებისმიერი მათგანის ღირებულება იქნება უფასო.