
4 მარტი 2025, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T25506 - გამწმენდი ნაგებობის (300 მ3 იანი) შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: შპს კურორტი საირმე
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 26 თებერვალი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 4 მარტი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს კურორტი საირმე აცხადებს ტენდერს: გამწმენდი ნაგებობა 300 მ3 იანი.
მიწოდების მისამართი: ბაღდათის რაიონი, კურორტი საირმე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 4 მარტი, 18:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
საკონტაქტო მეილი:
ProcurementTenders@sairmeresort.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
ვესაუბრე ბატონ სიმონს და მივიღე კომპეტენტური პასუხები. მადლობა
გიზიარებთ საკონტაქტოს: 593 984 828 სიმონი. აღნიშნულ კითხვებზე დაუკავშირდით სიმონს. მადლობა.
კიდევ ერთი კითხვით შეგაწუხებთ: დეტალური პროექტის გარეშე შეუძლებელია რაიმე ზუსტ ფასზე ისაუბრო. პროექტი გაკეთებას კი დრო სჭირდება და თანხებიც. ვერ ვხვდებით, როგორ გამოვიყვანოთ ფასი? გეოლოგიის დასკვნაც კი არ გვაქვს, არც ტოპო, არც ინფორმაცია ადგილის ლანდშატზე. მეტი კონკრეტიზაცია თუ შეიძლება? უბრალოდ ბნელ ოთახში კატას დავდევთ ასეთ ვითარებაში. ველოდებით კონკრეტიკას და ჩვენს პარტნიორ სამსენებლო კომპანიასთან ერთად ვიფიქრებთ ყველაფერზე. მადლობა
გამარჯობათ. ჩამდინარე წყლების სრული ბიოლოგიური გამწმენდი დანადარების და ტექნოლოგიების უამრავი ტიპი არსებობს. რა ტიპის ბიოლოგიურ გამწმენდზე საუბარი: 1) ღია ტიპის ბეტონის კონსტრუქციაში? 2) ღია ტიპის ბეტონის კონსტრუქციაში შენობის ქვეშ? 3) დახურული ტიპის პირველად პოლიპროპელენში მიწისქვეშა შესრულებით? ასევე მაქვს შეკითხვა ტექნოლოგიასთან დაკავშირებით: 1) SBR ძველებური ტექნოლოგიით? 2) SBBR ჩაძირული ელემენტებზე არსებული ბაქტირიების ტექნოლოგიით? 3) ბოლო თაობის VFL ვერტიკალურ-ლაბირინთული გაწმენდის ტექნოლოგიით? ამდენ შეჯითხვებს იმიტომ ვსვავ, რომ ყველას განსხვავებული ფასი და როგორც მუშაობის ასევე მონტაჟის სრულიად განსხვავებული პრინციპები აქვთ. ასევე თქვენ ახსენეთ სერთიფიცირება (300 მ3 გამწმნდის სერთიფიცირება არ არსებობს მსოფლიოში) სერთიფიცირება ევროპული აკრედიტირებული ლაბორატორიების მხოლოდ 20მ3 არსებობს. აქ მხოლოდ გამოცდილება შეიძლება იყოს ნაგულისხმები ალბათ. სერთიფიცირება კი მხოლოდ მცირე ზომის დანადგარების არსებობს და თუ ასეთი აქვს მონაწილე ფირმას ალბათ ეს ვალიდური იქნება ალბათ? ასევე არ ვიცით თუ რა ტიპის გრინტია ადგილზე. ასევე აუცილებელია ვიცოდეთ საჭიროა თუ არა მექანიკური წმენდა დანადგარში შესვლამდე? საჭიროებს თუ არა გასუფთავებული წყლის გადაღვრის ადგილი ულტრაიისფერ დანადგარის ავზში წყლის გაუნებელყიოფას? (რომელი კატეგორიისაა ის ადგილი ან მდინარე სადაც წყალი უნდა ჩაიღვაროს)? ასევე კითხვა არსებობს იმის შესახებ, რომ დანადგარი შეადგენდეს 2 ცალ 150 მ3 გაერთიანებას და მცირე მოხმარების ან მომსახურების დროს სესაძლებლობა ჰქონდეს ნახევარი სიმძლავრით მუშაობის თუ არა? კითხევი კიდევ ბევრი იქნება თუ გსურთ, რომ მიიღოდ მაღალიე ევროპული დონის გამწმენდი დანადგარი. თუ გსურთ უბრალო ქართულ რუსული ფეიკი რომელიც ნახვარი ფასია ესეც საჭიროა ცნობისათვის, რომ ტყვილად დრო არც ვხარჯოდ. რადგან ასეთი დანადგარი კატასტროფამდე ძალიან სწრაფად მიგიყვანთ და მაგალიტები უამრავია საქართველოში. ასევე ჩვენ გაერთიანებულები ვართ "ჩამდინარე წყლების გამწმენდი დანადგარების" ასოციაციაში და ყველა სერთიფიკატის ნამდვილობას ამოწმებს ეს ორგანიზაცია და უფასო რეკომენდაციებსაც იძლევა. ჩვენი ფირმა მზადაა ითანამშრომლოს თქვენთან ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაციაში. პატივისცემით გიორგი ქერდიყოშვილი 599575635