
10 მარტი 2025, 17:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T25527 - ტენდერი ზაფხულის საბურავების შესყიდვა/მონტაჟზე
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 3 მარტი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 10 მარტი 2025 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ზაფხულის საბურავების შესყიდვა/მონტაჟზე, ფასების ცხრილის (დანართი #1) და მისამართების (დანართი #2) შესაბამისად;
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- მომწოდებელმა საბურავების მოწოდება უნდა უზრუნვლყოს საქართველოს მასშტაბით, დანართი #2-ით განსაზღვრულ ქალაქებში, თანმდევი მომსახურებით (არსებულის მოხსნა, ახლის დაყენება, ბალანსირება);
- მოწოდებული საბურავი უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების , საგარანტიო პერიოდის ამოწურვამდე არ უნდა განიცადოს დეფორმაცია და უნდა ექვემდებარებოდეს ბალანსირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მომწოდებელმა საბურავ(ებ)ი უნდა შეიცვალოს იდენტური პარამეტრების მქონე ახალი საბურავ(ებ)ით;
- შემოთავაზებულ საბურავებზე მითითებული უნდა იყოს სეზონის შესაბამისი მარკირება;
- შემოთავაზებული საბურავები უნდა იყოს არანაკლებ 2024 წლის გამოშვება, რასაც უნდა ადასტურებდეს საბურავზე მარკირება;
5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების შესახებ სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
6. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 10 მარტი, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: N/A
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ტელ: 595 901 200
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
დოკუმენტაცია
სველი ბეჭდით და დასკანერებული ვერსია არ გამოგვადგება?
იყოს დასკანერებული და ფასების ცხრილის ექსელიც ატვირთეთ.
მოგესალმებით, დოკუმენტები ელექტრონული ხელმოწერით უნდა იყოს დამოწმებული?
როგორც გნებავთ, ფასების ცხრილის ექსელის ფაილიც დაურთეთ.
თანხა ჩამოგვაჭრა 30 ლარი და თავიდან გვიწერს გადახდას ვერ ვტვირთავთ საბუთებს
სამწუხაროდ ბანკი ვერ დაგეხმარებათ, საიტს დაუკავშირდით და დაგეხმარებიან
გამარჯობათ, სატენდერო დოკუმენტაციაში მხოლოდ ფასების ცხრილი იტვირთება/ ელექტრობულად უნდა იყოს დამოწმებული?
გამარჯობა, სამეწარმეო ამონაწერი; • კომპანიის მოკლე მიმოხილვა; • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1) ექსელი და პდფ დამოწმებული ვერსია