ჩაბარების ვადა:

10 მარტი 2025, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T25550 - ტენდერი თბილისის ოფისისთვის ავეჯის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, ტენდერის პროცესში მონაწილე კომპანიებს (შემდგომში პრეტენდენტი) განუმარტოს სს “სადაზღვევო კომპანია იმედი ელ”-ის (შემდგომში კომპანია) მოთხოვნები და პირობები რათა, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება. 

კომპანია სთავაზობს პრეტენდენტ/ებ/ს მიიღოს მონაწილეობა კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში  თბილისის ოფისებისთვის ავეჯის შესყიდვაზე. გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი წინადადებები შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით. 

შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები: 

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს (ფიზიკური პირები და ინდ/მეწარმეები არ განიხილება).

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით: 

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2024 წლის 10 მარტის 18:00 საათისა;
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები;
  • ტენდერის ფარგლებში შესაძლებელია მოხდეს რამოდენიმე გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა;
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ხელშეკრულება; 
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ/ებ/ის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 3 თვის განმავლობაში; 
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა; 
  • გთხოვთ სრულად წარმოადგინოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია; 
  • გთხოვთ შემოთავაზებაში სრულად შეავსოთ ყველა დანართი და გადმოგვიგზავნოთ როგორც PDF ასევე Excel-ის ფორმატშიც.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

ტენდერის გამოცხადება - 04 მარტი 2025 წ.
სატენდერო წინადადებების მიღება - 10 მარტი 2025 წ.
გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა - 12 მარტი 2025 წ.

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას სს „სადაზღვევო კომპანია  იმედი ელ“-ისთვის.

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვოს ან შეცვალოს თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს. 

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება. 

გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.

შემოთავაზება:

  • შერჩევა ტარდება წინამდებარე დოკუმენტის, დანართი #1 -ით განსაზღვრული მოთხოვნების და სპეციფიკაციების შესაბამისად.
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ავეჯის დამზადებასთან და მონტაჟთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს;
  • შემოთავაზებული ფასები უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის გადასახადს;

რიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პრეტენდენტ/ებ/ი შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 

  • შემოთავაზებული პროდუქციის ფასი;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხი/სპეციფიკაცია, რენდერი;
  • გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის პირობა;
  • მომსახურების შესრულების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 თვისა;
  • კომპანიის გამოცდილება; 

     

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 

  • ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოებიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;  დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს, დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით; 

სს „სადაზღვევო კომპანია  იმედი ელ“ უფლებამოსილია საკვალიფიკაციო დოკუმენტაციაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინონ შერჩეული პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • საგადასახადო ორგანოების მიერ პრეტენდენტის ქონებაზე დადებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
  • რეგისტრირებულია ყადაღა პრეტენდენტის ქონებაზე;
  • დაწყებულია პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.   
  • ფასების ცხრილი (დანართი #1 -ის მიხედვით);
  • შემოთავაზებული პროდუქციის დეტალური მახასიათებლები და სპეციფიკაცია;
  • რეკომენდატორი კომპანიების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია;

კონფიდენციალობა:

შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. პრეტენდენტი პასუხისმგებელია სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ მიუხედავად ტენდერის შედეგებისა. 

 დანართი:

 დანართში წარმოდგენილია სატენდერო პაკეტის შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • დანართი #1
  • დანართი #2 ავეჯის სპეციფიკაცია

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 10 მარტი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    4 მარტი 2025 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა