ჩაბარების ვადა:

2 აპრილი 2025, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T25575 - ფასთა გამოკითხვა სოფ. უკანგორის (დამბლუდის საბადოს) მიმდებარე ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური (ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური) კვლევის ჩატარებაზე

  • გამომცხადებელი: RMG Copper
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 2 აპრილი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 2 აპრილი.

ტენდერის აღწერილობა:

სს არ ემ ჯი კოპერი აცხადებს ფასთა გამოკითხვას სოფ. უკანგორის (დამბლუდის საბადოს) მიმდებარე ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური (ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური) კვლევის ჩატარებაზე.

  • მომსახურების შინაარსი: სოფ. უკანგორის (დამბლუდის საბადოს) მიმდებარე ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური (ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური) კვლევის ჩატარებაზე
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 02.04.2025 18:00 საათი
  • კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია და კომერციული წინადადება

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:

  • ენა : ქართული/ინგლისური/რუსული
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • მომსახურების ღირებულება;
  • ანგარიშსწორების პირობა;
  • განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
  • სამუშაოების დაწყების სავარაუდო პერიოდი:1აპრილი

წინადადების წარდგენისას აუცილებელია მიუთითოთ ფასთა გამოკითხვისთვის მინიჭებული კოდი.

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის. 

მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.

ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში No1

კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქეთა ალექსი-მესხიშვილი
ელ-ფოსტა:
kaleksimeskhisvili@richmetalsgroup.com
ტელ: +995 595300016

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

- ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია რომ უნდა ჩატარდეს "ჰიდრომეტრიული გაზომვები: სიღრმე, დინების სიჩქარე და წყლის ხარჯი; შენაკადის კვეთში წყლის ხარჯის ინსტრუმენტული გაზომვები და ხარჯის ანგარიში“. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ გაზომვებს ერთჯერადი ხასიათ ექნება, ამ მონაცემების გამოყენება ძირითად გაანგარიშებებში ვერ მოხდება. ამ შეკითხვით გვსურს დავაზუსტოთ გაზომვების ჩატარების აუცილებლობა კვლევის მიზნებისთვის. - ტექნიკურ დავალებაში მითითებულია, რომ სამუშაოს დაწყების და დასრულების ვადები განისაზღვრება ხელშეკრულების მიხედვით. როგორია სამუშაოს შესრულების სავარაუდო ვადები?

RMG Copper
RMG Copper

- ჰიდროლოგიური შესწავლის სპეციფიკაციიდან გამომდინარე, აუცილებელია საველე სამუშაოების ჩატარება მინიმუმ 3 თვიანი პერიოდის განმავლობაში (საშუალოდ, 1 წლის განმავლობაში, რათა მონაცემების აღება მოხდეს წელიწედის ყველა დროის ჭრილში). რატომ უნდა ქონდეს ზემოთ აღნიშნული სამუშაოების ჩატარებას ერთჯერადი ხასიათი? თუ შემსრულებელი დარწმუნებულია, რომ ვერ უზრუნველყოფს ჰიდრომეტრიული გაზომვების ჩატარებას ერთ ჯერზე მეტად, მაშინ სამუშაო პროგრამა უნდა მოგვაწოდოს მაგ პუნქტის გარეშე. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი პრიორიტეტია, ჰიდროლოგიური შესწავლისას ყველა მოთხოვნილი დავალება შესრულდეს საკმარისი ინტენსივობით, რადგანაც, ჰიდროლოგიური კვლევა არ წარმოადგენს მოკლევადიან სამუშაოს. -სამუშაოს დაწყება შესაძლებელია ხელშეკრულების გაფორმებისთანავე და სამუშაოს ხანგრძლივობა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არ უნდა იყოს მოკლევადიანი და მითუმეტეს, ერთჯერადი.