ჩაბარების ვადა:

13 მარტი 2025, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T25586 - კონსოლიდირებული ტენდერი IT ტექნიკის პროდუქციის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

დეველოპერული კომპანია, შპს ,,ბიოგრაფი ლივინგი’’ და შპს „მპ დეველოპმენტი“ (პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ https://biograpi.ge/ ) აცხადებენ კონსოლიდირებულ ტენდერს IT ტექნიკის პროდუქციის შესყიდვაზე. 

სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • სრულად შევსებული Excel ფაილები - დანართი N1- „ლეპტოპები და აქსესუარები“ და დანართი N2 „პრინტერები“
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • საბანკო რეკვიზიტები
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (გამოცდილება, კლიენტების ჩამონათვალი)
  • საქართველოს რეზიდენტი ორი კომპანიის სარეკომენდაციო წერილი

შემოთავაზებების მიღებისა და ტენდერის პროცესი:

  • ტენდერის პროცესი იმართება ონლაინ პლატფორმაზე Tenders.ge, სადაც ტენდერის დასრულების ვადამდე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სავალდებულო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი
  • დამაზუსტებელი კითხვების არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტი უნდა დაუკავშირდეს ამავე დოკუმენტში მითითებულ საკონტაქტო პირს
  • დანართ N1-სა და დანართ N2-ში მოცემული სპეციფიკაციებისგან განსხვავებული შემოთავაზების წარმოდგენის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია ფაილში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი
  • შემოთავაზების წარმოდგენის შემდეგ, მოთხოვნის შემთხევაში 3 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი პუნქტების ნიმუში
  • ნიმუშების წარმოდგენა ხდება უსასყიდლოდ

 სატენდერო პირობები:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ერთი კალენდარული წლის ვადით;
  • სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს ფიქსირებული  ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე;
  • პრეტენდენტმა შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს როგორც „ლეპტოპები/მონიტორებისა“ და „პრინტერების“ ტენდერში ერთად, ასევე მხოლოდ რომელიმე მათგანში, პრეტენდენტის გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად.
  • შეკვეთის მოცულობა: დანართში მოცემული რაოდენობები არის საორიენტაციო და შესაძლებელია შემცირდეს ან გაიზარდოს კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად
  • შეკვეთის განთავსება: კომპანიის მხრიდან ყოველი მოთხოვნის შესავაბისად მოხდება შეკვეთის გაგზავნა კონტრაქტორთან.
  • გარდა ამისა, თვის განმავლობაში შესაძლებელია, კომპანიის მხრიდან განხორციელდეს მცირე მასშტაბის შეკვეთები. სხვადასხვა სახის ტექნიკაზე თუ აქსესუარებზე - მისამართის წინასწარ შეთანხმებით.
  • მიწოდების ვადა:  შეკვეთის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა მოხდეს შეკვეთის სრულყოფილად მიწოდება კომპანიის მისამართზე  მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის 80კ, ბიოგრაფი ლივინგის ოფისი; ქ. თბილისი, წერეთლის N45; ქ.თბილისი, ქ.წამებულის N65; ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას N25; ქ. თბილისი, მაიაკოვსკის N2;
  • გარანტიის პირობა: ლეპტოპებისა და პრინტერების შემთხვევაში მინიმუმ 3 წელი
  • ანგარიშსწორების პირობა: უნაღდო, მიწოდებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში

აუცილებელი მოთხოვნები:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სრულყოფილად განფასებული ფასების ცხრილი (დანართი N1,დანართი N2), თითოეულ პოზიციაზე მითითებული ღირებულებით და შესაბამისი სპეციფიკაციებით, რაც მოცემულია დანართებში.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალი
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესში.
  • წინადადებაში მითითებული ფასი მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით, მათ შორის ტრანსპორტირების ჩათვლით.

ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან საუკეთესო ფასის და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 13 მარტი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

საკონტაქტო პირი:

ირაკლი ნანავა
+995 599 04 06 90
Procurement@biograpi.ge

საკონტაქტო პირი

ირაკლი ნანავა
+995 599 04 06 90
Procurement@biograpi.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    7 მარტი 2025 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა