
ჩაბარების ვადა:
2 ივნისი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2560 - ტენდერი 300, 400 ან 500 მარკიანი ცემენტის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია RMG აცხადებს ტენდერს 300, 400 ან 500 მარკიანი ცემენტის შესყიდვის შესახებ.
გამყიდველმა 6 თვის განმავლობაში უნდა მოახდინოს დაახლოებით 16 000 ტონა ცემენტის მოწოდება.
გამყიდველმა მიწოდება უნდა განახორციელოს ცემენტმზიდით, დაბა კაზრეთში, კომპანია „რმჯ“-ის საწარმოო ტერიტორიაზე.
ტენდერში მონაწილეობისათვის, პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
- დოკუმენტაცია ბოლო ორი წლის ბრუნვის შესახებ.
- ცნობა საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცემენტის ფასი დღგ-ს ჩათვლით (300, 400, 500 მარკების მიხედვით, თითოეული მარკისათვის ცალცალკე) და გადახდის პირობები.
- თითოეული მარკის (300, 400, 500) ცემენტის ნიმუშები 2-2 კილოგრამის ოდენობით;
- შემოთავაზებული საქონლის სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- დოკუმენტი არარეზიდენტმა პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ, წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდეგ.
- ხელშეკრულება გაფორმდება ერთი მარკის ცემენტის მიწოდებაზე, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ნიმუშების შესწავლის შემდეგ;
- პრეტენდენტს შეუძლია წინადადება წარმოადგინოს ერთი ან რამდენიმე მარკის ცემენტზე, რომლის მოწოდების საშუალებაც მას აქვს.
პრეტენდენტის მიმართ არსებული მოთხოვნების შესახებ დეტალურად გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი #3
- განცხდთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს მასში აღნიშნული თითოოეული სახის ცემენტის ნუმუში არანაკლებ 2 კილოგრამის ოდენობით. ნიმუშზე გარკვევით უნდა ეწეროს რა მარკის ცემენტია წარმოდგენილი.
- კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
- ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის მოგვმართეთ ელ.მისამართზე - LPirveli@richmetalsgroup.com
- წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 02.06.2017
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები