ჩაბარების ვადა:

25 მარტი 2025, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T25666 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დიპლომატ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს საწვავის შესყიდვაზე.

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. დიპლომატი“ შპს დიპლომატ ჯორჯიას სახელით საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

აღნიშნული ტენდერები ცხადდება 2025 წლისათვის და გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრქტი ძალაში შევა შემდეგი თარიღიდან: 2025 წლის 1 მაისი.

საწვავის ტიპი თვის საშუალო შესყიდვა წლის საშუალო შესყიდვა
Regular 41,667 500,000
Premium 12,500 150,000
Diesel 37,500 450,000


მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია
და სხვა დეტალები:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • ომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს : მომსახურების ღირებულებას, გადახდის პირობას და სხვა შემოთავაზებულ დეტალებს.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ). თითოეული ტიპისი საწვავის შემთხვევაში ფასი უნდა შეიცავდეს, მომწოდებლის ქსელში არსებულ ლიტრის ღირებულებაზე ფასდაკლების შესახებ ინფორმაციას.
  • ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • ბენზინ-გასამართი სადგურების ფართო ქსელი თბილისში და რეგიონებში; გთხოვთ წარმოადგინოთ ლოკაციების მიხედვით ზუსტი მისამართები.
  • პრედენტენტმა უნდა წარადგინოს 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, თვეების მიხედვით ჩაშლილად, გამოცხადებული ფასების ცხრილი თითოეულ საწვავის ტიპზე.
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს პლასტიკური ბარათები და ტალონებით მომსახურების სერვისი.
  • ბენზინ-გასამართ სადგურებზე ჩიპით (რინგი) მომსახურების სერვისი.
  • ჩიპების ავტომობილებზე მონტაჟის სერვისი ადგილზე მომსახურებით
  • რინგები და ბარათები უნდა იმართებოდეს შესაბამისი პროგრამით, რომლის ადმინისტრატორი უნდა იყოს დიპლომატ ჯორჯია.
  • პროგრამას უნდა ქონდეს მასიური დატის შეიმპორტების ფუნქცია
  • წარმოდგენილი უნდა იყოს საწვავის სერთიფიკატები სახეობების მიხედვით(ოქტანობა, მწარმოებელი,ემისია)
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე www.tenders.geმონაწილის მიერ
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

სატენდერო პროცედურები და ვადები:

  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • შპს „დიპლომატ ჯორჯია“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 25 მარტი, 17:00 სთ
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების სუპერვაიზერი:
საკონტაქტო პირი: ნინო ბეროზაშვილი
ელ. ფოსტა: 
n.berozashvili@diplomat.ge
ტელ: +995 598 27 44 26

შესყიდვების მენეჯერი:
საკონტაქტო პირი: ბაკო ხაბურძანია
ელ. ფოსტა: 
B.khaburdzania@diplomat.ge
ტელ: +995 577 14 44 40

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    12 მარტი 2025 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა