7 ივნისი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2568 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურების ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილის მოასფალტებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართი სადგურების ტერიტორიაზე გზის სავალის ნაწილის მოასფალტების შესყიდვაზე 31/05-NEO-S/ASPH-17
მომსახურების აღწერა:
- ქალაქ თბილისში, კახეთის გზატკეცილი, მე-13 კმ, ნეოგაზის ავტოგაზგასამართი სადგური - საორიენტაციოდ 400 კვ. მეტრი. 7 სმ ასფალტის დაგება.
- ქ. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კმ, ნეოგაზის ავტოგაზგასამართი სადგური - საორიენტაციოდ 400 კვ. მეტრი - 10 სმ. ასფალტის დაგება
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- თითეული ობიექტისთვის მომზადებული უნდა იყოს ხარჯთაღრიცხვა; - ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ:
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 7 ივნისი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები