
19 მარტი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T25680 - ტენდერი გრუნტის დამუშავებასა და გატანის სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ბიოგრაფი ლივინგის პროექტი ჰისნი ბიოგრაფისგან აცხადებს ტენდერს ქეთევან წამებულის N 69-ში გრუნტის დამუშავებასა და გატანის სამუშაოებზე.
1. შესასყიდი საქონლის/მომსახურების აღწერა:
შპს ჰისნი ბიოგრაფის ტერიტორიაზე ქეთევან წამებულის N 69)მიწისა და სხვა სამუშაოების შესრულება, რომელიც მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
სამუშაოები დაყოფილია ეტაპებად,რის მიხედვითაც მოცემულია მოცულობები, ასევე ეტაპების სამუშოთა წარმოების მეთოდოლოგია შეგიძლიათ იხილოთ საპროექტო ნახაზებში.ეტაპებს შორის შესაძლებელია იყოს მძიმე ტექნიკის გაჩერება ხიმინჯების სამუშაოების პარალელურად წარმოების გამო, რაც წინასწარ შეთანხმდება გეგმა გრაფიკის წარდგენისას შერჩეულ პრეტენდენტთან.
შემოთავაზების წარმოდგენამდე პრეტენდენტმა უნდა მოახდინოს ობიექტზე ვიზიტი და დათვალიერება
ვიზიტის დასაგეგმად წინასწარ დაუკავშირდით:
პროექტ მენეჯერი: გიორგი დოლიძე
ტელეფონი: +995 595 95 03 91
2. შემოთავაზება:
პრეტენდენტი ვალდებულია შემოთავაზება წარმოადგინოს იმავე ფორმატში, რა ფორმატის სამუშოთა უწყისი არის თანდართული წინამდებარე ტენდერზე. უწყისი უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ექსელის ფორმატში, ასევე პრეტენდენდის მიერ დამოწმებული.
უწყისს თან უნდა ერთვოდეს სამუშაოების წარმოების დეტალური გეგმა/გრაფიკი.
- განფასება უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში.
- შემოთავაზება ვალიდური უნდა იყოს წარმოდგენიდან არანაკლებ 14 კალენდარული დღისა
3. სამუშაობის დაწყებისა და დასრულების ვადები:
სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღია 2025 წლის 20 მარტი, დასრულების თარიღი 2025 წლის 20 ივლისი
4. ანგარიშსწორების პირობები:
შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება მოხდება ყოველი კალენდარული თვის ბოლო პარასკევს, დამკვეთის მხრიდან დადასტურებული მოცულობების მიხედვით.
5. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- ხარჯთაღრიცხვა ტენდერზე თანდართული ფორმით;
- სამუშაოების შესრულების დეტალური გეგმა-გრაფიკი;
- კომპანიის პორტფოლიო, მათ შორის მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
6. დამატებითი მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით;
- შემოთავაზებული მომსახურება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ მოთხოვნებს.
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 19 მარტი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
შესყიდვების სამსახური
სალომე სადუნიშვილი
s.sadunishvili@biograpi.ge
599 68 67 82
გიორგი ჯავახიშვილი
G,javakhishvili@biograpi.ge
568 63 92 42
ტექნიკური სამსახური
ლევან კალმახელიძე
l.kalmakhelidze@biograpi.ge
577 121 033
ტენდერის კატეგორია:
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები