16 ივნისი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2569 - ტენდერი მეორადი დიზელ გენერატორებისა და ბენზინის გენერატორების გაყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
Tenders.ge - პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ტენდერს მეორადი დიზელ გენერატორების და ბენზინის გენერატორების გაყიდვაზე.
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- გასაყიდი გენერატორების მოდელი და ადგილმდებარეობა [სპეციფიკაცია];
- სააპლიკაციო ფორმა.
პირობები:
- საქონლის მდგომარეობა - მეორადი (საქონლის მდგომარეობა იხ. სპეციფიკაციაში).
- მყიდველმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ინვენტარის ტრანსპორტირება (ინვენტარის ადგილმდებარეობა იხილეთ სპეციფიკაციაში).
- აღნიშნული ინვენტარის ნახვა შესაძლებელია წინასწარი შეთანხმების საფუძველზე საქონლის მდებარეობის მიხედვით.
- საქონელი იყიდება როგორც მთლიანად ასევე ცალ ცალკე (შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ ფასი ერთ მოდელზე ან რამდენიმეზე ერთდროულად).
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. მიმაგრებული სპეციფიკაცი);
- იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ხოლო ფიზიკური პირის შემთვევაში პირადობის მოწმობის ასლი ;
- შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართულ ფაილში).
შემოთავაზებული ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.).
გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
- წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
- გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში) კონვერტის დალუქვის ადგილზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში.
შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 16 ივნისი 2017 წ. (18:00- მდე)
ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
გიორგი ნახუცრიშვილი
ადმინისტრაციული ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
ტელ.: (+99532) 2202222 (1891)
E-mail: g.nakhutsrishvili@procreditbank.ge
ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578)
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
E-mail: tenders@procreditbank.ge
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები