ჩაბარების ვადა:

31 მარტი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T25723 - ტენდერი საქართველოს მასშტაბით სერვის ცენტრებისა და ბექ-ოფისების გათბობა გაგრილების სისტემების HVAC მიწოდება-მონტაჟის შესყიდვაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საქართველოს მასშტაბით სერვის ცენტრებისა და ბექ-ოფისების გათბობა გაგრილების სისტემების HVAC მიწოდება-მონტაჟის შესყიდვაზე.

ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება გათბობა-გაგრილების სისტემის მომსახურების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).

ურთიერთთანამშრომლობის ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს. 

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი უფლებას იტოვებს ტენდერის ჩატარების შედეგად ხელშეკრულება გააფორმოს რამოდენიმე მომწოდებელთან და ამ მიზნით ობიექტები გადაანაწილოს საკუთარი შეხედულებისამებრ.

ანგარიშსწორების პირობა:

სატენდერო წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს აშშ დოლარში-და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.

ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი ცალკეული პროექტის/დავალების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტი აკმაყოფილებდეს წინამდებარე სატენდერო წინადადებაში განსაზღვრულ ყველა პირობას.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი დანართი N1
  • საბანკო რეკვიზიტები დანართი N2
  • დანართი N3 შემოთავაზებული პროდუქტის სპეციფიკაციები
  • შევსებული ფორმა N2 კომპანიის გამოცდილება
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (პორტფოლიო/პრეზენტაცია), საქმიანობის მოკლე აღწერილობა
  • არანაკლებ 2 სარეკომენდაციო წერილი სხვადასხვა ორგანიზაციებისგან
  • განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან 

პრეტენდენტმა უნდა შეავსოს წარმოდგენილი ექსელის პრეისკურანტი მიღებული საერთო ღირებულება კი გადმოიტანოს ფასების ცხრილში დანართი N1. 

სასურველია პრეტენდენტმა წარადგინოს შესაბამისი საქმიანობის დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი/ლიცენზია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის მოთხოვნისამებრ დამატებით წარმოადგინოს იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტები 

გამოცდილება: (გათვალისწინებული იქნება პრეტენდენტის ქულებით შეფასებაში)

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გამოცდილება HVAC სისტემების მიწოდება მონტაჟის მიმართულებით რომელთა ჯამურიღირებულებაც 2020-2025 წლების პერიოდში არ უნდა იყოს 1.000.000 (ერთი მილიონი) ლარზე ნაკლები. აღნიშნულისდასტურად, ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისიხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ნებისმიერი სხვა სახისდოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს. იმ შემთხვევაში, თუ სატენდეროპირობით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელწიფო შესყიდვებისერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT ნომრების სახით.

საგარანტიო ვადა: (გათვალისწინებული იქნება პრეტენდეტის ქულებით შეფასებაში)

გათბობა-კონდიცირების პაკეტებზე (როგორც ძირითად აგრეგატებზე ასევე მაკომპლექტებელ ნაწილებზე, სწორი ექსპლუატაციის პირობებში სისტემის მუშაობაზე) გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლე 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხარვეზის/ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი სახსრებით, ბანკის  მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი მიწოდების ჯაჭვის ყველა ნაწილში;

ბანკი თანამშრომლომს იმ მიმწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმალიზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარდგენა; 

პრიორიტეტი მიენიჭება პრეტენდენტს, რომელიც აიღებს ვალდებულებას უზრუნველყოს საკუთარი თანამშრომლების პასუხისმგებლობის დაზღვევა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 31 მარტი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

ბექა მუმლაძე
b.mumladze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 მარტი 2025 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა