ჩაბარების ვადა:
15 ივნისი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2576 - ტენდერი ხის საძირის შესყიდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს ხის საძირის შესყიდვის შესახებ.
- ხის საძირის სპეციფიკა და ზომები გთხოვთ იხილოთ დანართში;
- ხის საძირის თვიური მოთხოვნაა დაახლოებით - 8000 ცალი;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი შემოთავაზება 2017 წლის 15 ივნისამდე ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში).
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება.
წინადადებას უნდა დაერთოს:
- კომპანიის რეკვიზიტები;
- პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მაილი და ტელეფონის ნომერი;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
- შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე სამი სახის ხის საძირის შესაბამისად:
- დანართში მოცემული ნახაზი #1-ის შესაბამისად - 1 ცალი სტანდარტული ხის საძირის ფასი და იგივე ნახაზის მიხედვით 1ცალი თერმულად დამუშვებული ხის საძირის ფასი;
გაითვალისწინეთ:
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით!
- მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი.
- შერჩევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს 1 -4 კვირა.
- გამარჯვების შესახებ გეცნობათ ელ.ფოსტის მეშვეობით;
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე: aalaverdashvili@mina.com.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
- 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები