ჩაბარების ვადა:

24 მარტი 2025, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T25760 - ტენდერი ვებსაიტების გაერთიანებასა და ოპტიმიზაციაზე, განვითარების გეგმების შემუშავებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ტრანსპორტერი აცხადებს ტენდერს: ვებსაიტების გაერთიანება, ოპტიმიზაცია და განვითარების გეგმები დეველოპერების გუნდისთვის.

ჩვენი ჰოლდინგი ეძებს დეველოპერების გუნდს, რომელიც იმუშავებს ჩვენს ვებსაიტებზე, განიხილავს მათ გაერთიანების შესაძლებლობას და ოპტიმიზაციას.

ამჟამად ვმართავთ შემდეგ ვებსაიტებს:

  •  Tr.ge – Transporter ჰოლდინგის საიმიჯო ვებსაიტი
  •  Transportershop.ge – Ecommerce პლატფორმა, საიდანაც იყიდება: Kawasaki, BRP, Sherco, Jawa, Kymco ტექნიკა
  •  Gardenshop.ge – Ecommerce + საიმიჯო ვებსაიტი, სადაც წარმოდგენილია Gardena და Husqvarna პროდუქცია
  •  CFMoto.ge – Ecommerce + საიმიჯო ვებსაიტი, რომელიც მოიცავს CFMoto- პროდუქციას

დამატებითი პროექტი:

გვსურს შევქმნათ "Configurator" (Customize Your Own) მოდული, რომელიც მომხმარებლებსსაშუალებას მისცემს დააკონფიგურირონ BRP პროდუქცია მათი სურვილის მიხედვით.

 ტექნიკური მოთხოვნები და პრიორიტეტები:

 ვებსაიტების გაერთიანება და არქიტექტურა

  • დეველოპერების გუნდის რეკომენდაციით, ღია ვართ ვებსაიტების გაერთიანებისთვის, თუ ეს გააუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას და SEO შედეგებს.
  • საჭიროა დეტალური ტექნიკური ანალიზი, როგორ შეიძლება გაერთიანება ისე, რომ მიმდინარე SEO რეიტინგი არ დაზიანდეს.
  • მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანებულმა პლატფორმამ სრულად შეინარჩუნოს თითოეული ბრენდის იდენტობა.

Performance და SEO ოპტიმიზაცია:

  • თითოეული ვებსაიტის Performance ქულა (Google PageSpeed Insights) უნდა შეფასდეს დაგაუმჯობესდეს.
  • ვებსაიტები უნდა დაიტვირთოს სწრაფად როგორც დესკტოპზე, ასევე მობილურ მოწყობილობებზე.
  • საჭიროა SEO სტრუქტურის შენარჩუნება და გაუმჯობესება, მათ შორის:
    - URL
    სტრუქტურები
    - Meta
    ტეგები და Schema Markup
    -
    ოპტიმიზირებული სიჩქარის და კოდის ეფექტურობის უზრუნველყოფა

 დიზაინის პრიორიტეტები:

გვსურს თანამედროვემინიმალისტური, მაგრამ დინამიკური დიზაინი.

ძალიან მნიშვნელოვანია მოუსშენ/ექშენ (Motion/Action) ელემენტები, რაც საიტს უფრო ინტერაქტიულს და მიმზიდველს გახდის.

 დიზაინში უნდა იყოს:

  • Smooth Animations (მოუშენ ეფექტები პროდუქტის დათვალიერებისას, CTA ღილაკებზე და გადართვებზე)
  • UX/UI ელემენტების გაუმჯობესება (მარტივი ნავიგაცია, სწრაფი ფილტრები, მარტივი შეკვეთის პროცესი)
  • 3D ელემენტები ან WebGL გამოყენების შესაძლებლობა, განსაკუთრებით Configurator-ისთვის

Ecommerce და ფუნქციონალი:

  • სწრაფი და გამართული ჩეკაუთ პროცესი (One-Click Checkout, Apple Pay/Google Pay მხარდაჭერა)
  • პროდუქტების ფილტრები და კატეგორიები მაქსიმალურად მოქნილი და სწრაფი უნდა იყოს.
  • მრავალენოვანი მხარდაჭერა (ქართულ-ინგლისური ინტერფეისი)
  • განვადების ჩაშენებული სისტემა – სხვადასხვა საბანკო და საკრედიტო ინსტიტუტების ინტეგრაცია, რათა მომხმარებლებმა შეძლონ პროდუქციის განვადებით შეძენა ონლაინ რეჟიმში.

რას ველით დეველოპერებისგან:

  • ტექნიკური შეფასება – როგორ შეიძლება ვებსაიტების გაერთიანება და რა სირთულეები შეიძლება იყოს.
  • Performance და SEO აუდიტი – მიმდინარე მონაცემები და ოპტიმიზაციის გეგმები.
  • დიზაინის კონცეფციები – როგორ შეიძლება Motion/Action დეტალების ინტეგრირება.
  • დეველოპმენტის ეტაპობრივი გეგმა – რამდენად დიდი რესურსი დასჭირდება პროექტს დადროის ფარგლებში როგორ შეიძლება განხორციელდეს.

მოხარულები ვიქნებით, თუ გაგვიზიარებთ თქვენს რეკომენდაციებს და ტექნიკურ ხედვას

შეთავაზებების გამოგზავნა შეგიძლიათ 24 მარტის 18:00 საათამდე. შემდეგ ელ. ფოსტის მისამართებზე

 z.giorgadze@tr.ge
g.imerlishvili@tr.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები