
1 აპრილი 2025, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT25771 - ტენდერი ენერგობლოკი #3-ის ძალოვანი ტრანსფორმატორი 3ტ-ს მაღალი ძაბვის შემყვანებზე ჩასატარებელ სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ენერგობლოკი #3-ის ძალოვანი ტრანსფორმატორი 3ტ-ს მაღალი ძაბვის შემყვანებზე ჩასატარებელ სამუშაოებზე - #18/03-GIEC-TPP/TDE-25.
სამუშაოების აღწერილობა წარმოდგენილია დანართის სახით:
- დანართი 1. ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობა
- დანართი 2. ტრანსფორმატორის გამოცდის ოქმები
მისამართი: გარდაბანი, დ. აღმაშენებელის ქ., 2
სამუშაოების შესრულების პერიოდი: 2025 წლის 4 ივნისი - 2025 წლის 30 ივნისამდე
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება მსგავს სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი).
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, პეკინის გამზ. N34/ ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - “ძალოვანი ტრანსფორმატორი 3ტ-ს მაღალი ძაბვის შემყვანებზე ჩასატარებელი სამუშაოები” და ნომერი - #18/03-GIEC-TPP/TDE-25, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: კარლო გახოკია; ტელ: 599 09 99 91.
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის, 1 აპრილი, 17:00 სთ.
შეთავაზების ვალუტა: ლარი.
ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
კახაბერ უნგიაძე
ელექტრო საამქროს უფროსი
ტელ.: 599 50 37 35
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები