ჩაბარების ვადა:

16 ივნისი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2579 - ტენდერი ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისათვის განკუთვნილი ლითონის (ბადისებრი) ურნების დამზადებაზე და განთავსებაზე ახმეტის მუნიციპალიტეტში

ტენდერის აღწერილობა:

პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში ფაზა II აცხადებს ტენდერს ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისათვის განკუთვნილი ლითონის (ბადისებრი) ურნების დამზადებაზე და განთავსებაზე ახმეტის მუნიციპალიტეტში.

პროგრამის შესახებ:

  • „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II“ (WMTR II), USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელსაც ახორციელებს CENN 2017 წლის მაისიდან. პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზების, მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიანი მართვის პრინციპების გამოყენებით, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ნარჩენების მავნე ზემოქმედების შემცირებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე.
  • WMTR II მუშაობს კახეთის რეგიონსა და აჭარის ა.რ.–ში და აფართოებს თავის საქმიანობას ახალ არეალში – შიდა ქართლსა და ქალაქ თბილისში. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის კოდექსის, ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესრულებაში, იმისათვის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტი, რომელიც საქართველო–ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასთან იქნება შესაბამისობაში.
  • პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და ძლიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას რათა მიაღწიოს, შეინარჩუნოს და გააფართოოს დასახული ამოცანები და გადაჭრას მდგრადი განვითარების გამოწვევები.

WMTR II აგებულია პროგრამის პირველი ფაზის განმავლობაში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებაზე და მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:

ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელება

  • ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორის გაძლიერება
  • ჯარიმები გარემოს დაბინძურებისათვის და ნარჩენების მართვის სატარიფო პოლიტიკა
  • ცნობიერების ამაღლება

ტენდერის მიზანი:

  • ტენდერი მიზნად ისახავს ნარჩენების სეპარირებისათვის საჭირო ლითონის (ბადისებრი) ურნების დამზადებას და განთავსებას და ამით სეპარირების ხელშეწყობას პროგრამის სამიზნე რეგიონში.

ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოს აღწერილობა:

  • სახურავიანი, ლითონის (ბადისებრი) ურნის დამზადება (და ახმეტის მუნიციპალიტეტში განთავსება), რომელსაც სახურავზე ექნება პატარა ღია განყოფილება ნაგვის ჩასაყრელად. (სატენდერო განაცხადს თან ახლავს დასამზადებელი ურნის ესკიზი)
  • ურნის ზომები: 110x100x65სმ.
  • ურნის მოცულობა: მინიმუმ 715 ლიტრი.
  • ურნის მასალა: ზეთოვანი საღებავით შეღებილი შავი ლითონი
  • ურნის რაოდენობა: 60 ცალი
  • სამუშაოს შესრულება უნდა მოხდეს 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზებები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: shorena.ebanoidze@cenn.org  ერთ ფაილში (pdf) ა.წ. 16 ივნისის ჩათვლით:

შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის სახელწოდება, მისამართი, საკონტაქტო პირი და ტელეფონი;
  • მსგავსი განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი და ვიზუალური მასალა;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • მომსახურების საფასური.

სატენდერო წინადადების მომზადებისას გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ბოლო ვადაა 2017 წლის 31 ივლისი.

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა