ჩაბარების ვადა:

2 აპრილი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T25794 - ტენდერი მღრღნელების სატყუარა კონტეინერების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს მღრღნელების სატყუარა კონტეინერების შესყიდვაზე . 

ტექნიკური მოთხოვნები:

კონტეინერები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • მასალა უნდა იყოს გამძლე და მდგრადი სხვადასხვა ამინდის პირობების მიმართ (მაგალითად, მყარი პლასტიკატი ან ლითონი);
  • კონტეინერი უნდა იყოს შესაფერისი როგორც თაგვებისთვის, ასევე ვირთხებისთვის;
  • უნდა უზრუნველყოს სატყუარას (წამლის) უსაფრთხო მოთავსებისა და დამაგრების შესაძლებლობა;
  • კონტეინერში მღრღნელებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად შესვლა და გამოსვლა (ჩამკეტის გარეშე);
  • განკუთვნილი უნდა იყოს როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებში გამოსაყენებლად;
  • კონტეინერს მჭიდროდ უნდა ეხურებოდეს თავსახური.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ/უცხოურ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • საგარანტიო ვადები და პირობები;
  • დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;
  • ტენდერის დასრულებიდან 3 სამუშაო დღეში პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზებული პროდუქტის ნიმუში შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, საქართველო, თბილისი, 0113

რაოდენობა: 4 858 ცალი

ზომები (მაქსიმალური):

  • სიგრძე: 35 სმ
  • სიგანე: 35 სმ
  • სიმაღლე: 15 სმ
  • შესასვლელი/გასასვლელი ღიობის დიამეტრი: მინიმუმ 5 სმ 

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტების სია, რეკომენდაციები, ა.შ.);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 2 აპრილი, 18:00 საათი.

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნო შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge .

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 39200000 ავეჯის აქსესუარები
  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება