13 ივნისი 2017, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT2581 - ტენდერი ჯიხურის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი -აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #-EF-GE/322
- დანიშნულება : ჯიხურის შესყიდვა
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- დიზაინი და ზომები.
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- საქონელი მოწოდებული უნდა იქნეს: სოფელი ნატახტარი, მცხეთის რაიონი;
- რაოდენობა 20 ცალი;
- მოწოდებულმა ჯიხურმა უნდა გაძლოს მინიმუმ 1 წელი, გარეთ, ნებისმიერი ამინდის პირობებში;
- გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 90 დღე.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 06.06.2017 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 13.06.2017 16:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნათია ვაშაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 51800000 ლითონის კონტეინერების მონტაჟი
- 44200000 სტრუქტურული მასალები
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები