14 ივნისი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2584 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურის ნაგებობების ფასადების შეფუთვაზე შემსრულებლის მასალით
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართი სადგურის ნაგებობების ფასადების შეფუთვაზე შემსრულებლის მასალით 07/06-NEO-S/FAC-17
მომსახურების აღწერა:
ზესტაფონის რაიონის სოფ. არგვეთაში მდებარე ნეოგაზის კუთვნილი აგგს-ის შენობვა ნაგებობებისა და დისპენსერების გადახურვის ფასადების შეფუთვა.
შეფუთვა უნდა განხორციელდეს:
მარკეტი+ოფისი:
- ვერცხლისფერი (დიბონდი, ალუკობონდი ან კომპაქტ ლამინატი) - 230 კვ.მ;
- მუქი ლურჯი (დიბონდი, ალუკობონდი ან კომპაქტ ლამინატი) - 151 კვ.მ;
- მწვანე (დიბონდი, ალუკობონდი ან კომპაქტ ლამინატი) (განსხვავებული ფერები) - 25 კვ.მ.
დისპენსერის გადახურვა:
- მუქი ლურჯი (დიბონდი, ალუკობონდი ან კომპაქტ ლამინატი) - 65 კვ.მ;
- თეთრი (დიბონდი, ალუკობონდი ან კომპაქტ ლამინატი) - 55 კვ.მ;
- მწვანე (დიბონდი, ალუკობონდი ან კომპაქტ ლამინატი) - 4 კვ.მ.
WC (საპირფარეშო):
- ვერცხლისფერი (დიბონდი, ალუკობონდი ან კომპაქტ ლამინატი) - 50 კვ.მ;
- მუქი ლურჯი (დიბონდი, ალუკობონდი ან კომპაქტ ლამინატი) - 15 კვ.მ
დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:
- სქემატური ნახაზები;
- ვიზუალური ესკიზები;
შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- სამი ალტერნატიული კომერციული წინადადება სამი ტიპის შესაფუთი მასალის მიხედვით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- წინადადებაში მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებული მასალ(ებ)ის სისქე;
- კომერციული წინადადების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია მხოლოდ ერთ, ან ორ მასალაზე. - ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი (რეკომენდირებულია ორი).
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით: დავით კიკვიძე. საკონტაქტო ნომერი: 591 11 41 41
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 14 ივნისი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 39200000 ავეჯის აქსესუარები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები