
1 აპრილი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T25848 - ტენდერი ქსელის ცენტრალური გამანაწილებელი სივრცის მოწყობაზე სს „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისში
ტენდერის აღწერილობა:
სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს სს „ლიბერთი ბანკი“-ს ქსელის ცენტრალური გამანაწილებელი სივრცის მოწყობაზე დანართი №1-ში წარმოდგენილი დეტალური ინფორმაციის შესაბამისად.
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მოთხოვნილ სრულ სამუშაოებზე როგორც უწყვეტი კვების წყაროს მიწოდება/მონტაჟზე, ასევე ელ. გამანაწილებელი ფარების, ავტომატური ამომრთველების, ელ. სადენებისა და მისი ელემენტების, ოპტიკური გამანაწილებელი ფარების (ODF), ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებისა და მისი ელემენტების მიწოდება/მონტაჟზე.
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- სამეწარმეო ამონაწერი;
- განიხილება კომპანია, რომელიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია რაც დაფუძნებულია;
- კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი №2-ის შესაბამისად);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და შესრულების პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- თითოეული მოსაწოდებელი პროდუქციის ოფიციალური დეტალური ტექნიკური აღწერილობა.
3. გამარჯვების შემდგომ პრეტენდენტის მიერ, ხელშეკრულების გაფორმებამდე, სავალდებულო წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სპეციალისტთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
საქონლის მოწოდება და მომსახურება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74;
შენიშვნა:
საქონლის მიწოდება და მომსახურება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში.
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.
5. ზოგადი პირობები
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი №3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ დანართ №1-ში წარმოდგენილ ზოგად მოთხოვნებს და შესასრულებელ სამუშაოებს.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 1 აპრილი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00
ტენდერის კატეგორია:
- 32400000 ქსელები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები