ჩაბარების ვადა:

19 ივნისი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2588 - ტენდერი ვიდეო-სათვალთვალო და სახანძრო-საგანგაშო სისტემის აღჭურვილობის შეძენასა და მონტაჟზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ღია ტენდერს ვიდეო-სათვალთვალო და სახანძრო-საგანგაშო სისტემის აღჭურვილობის შეძენაზე და მონტაჟზე. 

ტენდერი ჩატარდება ერთ ლოტად.
ლოტი#1- ვიდეო-სათვალთვალო და სახანძრო-საგანგაშო სისტემის აღჭურვილობა, შეძენა და მონტაჟი.

შესასყიდია აღჭურვილობის ჩამონათვალი და რაოდენობები მოცემულია თანდართულ ფაილად „ფასთა ნუსხა“.

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის, ხარისხის და მოწოდების პირობების წარმომდგენი ერთი კვალიფიციური კომპანია.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი. (საბანკო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • ფასთა ნუსხა(გადასახადების ჩათვლით), შევსებული თანდართული ფაილი „ფასთა ნუსხა“, ბლანკზე ამობეჭდილი, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული.
  • სარეკომენდაციო ორიგინალი წერილები, ბოლო 6 თვის გაცემული (მინ. 3 სარეკომენდაციო წერილი);
  • საბანკო ამონაწერი ან ინფორმაცია ბრუნვების შესახებ (მინიმუმ ბოლო 3 თვის, შესაძლებელია კომპაქტ დისკის ან მეხსიერების ბარათის საშუალებით მოწოდება);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი);

აუცილებელი პირობა:

  • მომწოდებელთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილ საბანკო ანგარიშზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკის“ კანცელარიაში დალუქული კონვერტით, მისამართი: თბილისი 0103, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.#3

გთხოვთ კონვერტზე მიუთითეთ შემდეგი მონაცემები: 

  • კომპანიის დასახელება;
  • იურიდიული და ფაქტიური მისამართი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელ-ფოსტის მისამართი);
  • ტენდერის დასახელება (ტენდერი ვიდეოსათვალთვალო და სახანძრო-საგანგაშო სიგნალიზაციის აღჭურვილობის შეძანაზე და მონტაჟზე.); 

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 19 ივნისი (18:00 სთ-მდე).

ტენდერის მსვლელობისას ობიექტების დათვალიერება და საპროექტო ნახაზების გაცნობა მოხდება ადგილზე. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილის ელ-ფოსტა: andro.tatishvili@terabank.ge , ტელეფონი: 255 00 00 (შიდა: 2008).

ტენდერის კატეგორია:

  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები