
4 აპრილი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T25886 - ტენდერი 4 (ოთხი) ერთეული ავტომანქანა მიცუბიში L 200-ის და 2 (ორი) ერთეული მიკროავტობუსის Ford Transit VAN 350L L3H2 ჯავშნირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს 4 (ოთხი) ერთეული ავტომანქანა მიცუბიში L 200-ის და 2 (ორი) ერთეული მიკროავტობუსის Ford Transit VAN 350L L3H2 ჯავშნირებაზე სატენდერო განცხადების მე-8-ე პუნქტის და ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად.
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1)
3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ.თბილისი, სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, 0162;
5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული მომსახურების თაობაზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.
6. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
7. მინიმალური მოთხოვნები ჯავშნისთვის: 4 (ოთხი) ერთეული მიცუბიში L 200-ის ჯავშნირება
- სექტორი - სალონი - დაცვის დონე B4+
- სექტორი - კუნგი - დაცვის დონე B3, ერთი კარით
- მინები - პოლიკარბონი B4+
- ჯავშნის ელემენტები იმგვარად უნდა იყოს კაბინაში განლაგებული, რომ იცავდეს 90°-იანი გვერდითი სროლისგან და ზედა მხრიდან 30°-იანი სროლისგან;
- კარებების ჭრილში უნდა იყოს ჯავშნის თანხვედრა (კარსა და ძარას შორის ჭრილი, ჯავშნით გადაფარული უნდა იყოს არანაკლებ 2 სმ-ით)
ბ) მძღოლის და ეკიპაჟის კაბინა:
- მძღოლისა და ეკიპაჟის კარის ჩამკეტი ელექტრო სისტემა (ჩამკეტი ღილაკი დამონტაჟებული უნდა იყოს მძღოლის სიახლოვეს);
- ავტომანქანის ელექტრო წრედის მექანიკური ჩამრთველ/გამომრთველი (აალების ან ხანძრის შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს ელექტროობის სრული გათიშვა ღილაკზე თითის დაჭერით და/ან ბერკეტის დატრიალების საშუალებით);
- საავარიო სირენა;
- 4 ცალი სასროლი ნიშა ყველა კარზე (ცეცხლსასროლი იარაღის ლულა უნდა ეტეოდეს ისეთნაირად, რომ მანქანაში მჯდომს შესაძლებლობა ქონდეს ყველა მიმართულებით ისროლოს);
- ცეცხლმაქრი 2კგ (დიზელის/ბენზინის/ელექტროობის ჩასაქრობად გათვალისწინებული);
- უკანა ხედვის კამერა მონიტორით;
- ჭერზე დამონტაჟებული ტურბო გამწოვი ვენტილაცია;
- აბინის შიდა კედლები დაფარული უნდა იყოს ე.წ. „ხალიჩის“ მსგავსი მატერიით;
- სატრანსპორტო საშუალების აკუმულატორი და ელ. ბლოკი უნდა იყოს დაცული ტყვიის მოხვედრის დაზიანებისგან (ჩასმული უნდა იყოს ტყვიაგაუმტარ ჩარჩოში);
- კარის და სტერჟნების გამაგრება, რათა აიტანოს დაჯავშნილი კარის ზეწოლა და კარის მოძრაობისას აიცილოს დეფორმაცია;
- დამატებითი დამჭერები (ე.წ. რემნით), გაღებისას კარის მოწყვეტისგან დასაცავად;
- კარის დამატებითი შემზღუდავები მძღოლის და გვერდით კარებებზე, რათა კარებების მოძრაობის დროს არ მოხდეს მისი უსაზღვრო მოძრაობა;
- კაბინის შიდა LED განათება;
- გამოყენების ინსტრუქცია ქართულ ან რუსულ ენაზე;
- საკომუნიკაციო სისტემა როგორც ხმამაღლა მოლაპარაკეზე, ასევე მიკროფონზე (მანქანის სალონიდან გარეთ ლაპარაკის საშუალება, ასევე მანქანის გარეთ ლაპარაკის შიგნით მოსმენა);
- ხელსაწყოების ყუთი (უნდა შეიცავდეს საბურავის გასაღებს, დამატებით საბურავის, 12 ვოლტიანი „ნასოსი“ საბურავებისთვის, ავტომობილის წონის შესაბამისი ამწე, აფთიაქი);
- 5 ცალი ციმციმა (2 წინ, 2 უკან და 1 ცალი ჭერზე, მარჯვენა წითელი და მარცხენა ლურჯი);
- შიდა მექანიკური საკეტები ყველა კარისთვის;
- ორკამერიანი ვიდეორეგისტრატორი (ფრონტალური და სალონის გადაღების და ჩაწერის ფუნქციით, მეხსიერების ჩიპზე ძველი ინფორმაციის ავტომატურად წაშლის და ახალი ინფორმაციის ზედ გადაწერის ფუნქციით);
- გაძლიერებული წინა ბამპერი (ლითონის ბამპერი დუგებით);
- კუნგის გაღების დუბლირებული (სალონიდან ელექტრო და საჭიროების შემთხვევაში გარედან მექანიკური) სისტემა;
- გარანტია: ქარხნულ წუნზე - არანაკლებ 2 წელი, შუშებზე - არანაკლებ 5 წელი, ჯავშანზე - არანაკლებ 5 წელი.
2 (ორი) ერთეული მიკროავტობუსის Ford Transit VAN 350L L3H2 ჯავშნირება:
- კონფიგურაცია - ეკიპაჟის სექტორი და სატვირთო ნაკვეთული - ერთი მთლიანი სივრცე კაფსულა
- სექტორი - სალონი - დაცვის დონე B4+
- მინები - პოლიკარბონი B4+
- ჯავშნის ელემენტები იმგვარად უნდა იყოს კაბინაში განლაგებული, რომ იცავდეს 90°-იანი გვერდითი სროლისგან და ზედა მხრიდან 30°-იანი სროლისგან;
- კარებების ჭრილში უნდა იყოს ჯავშნის თანხვედრა (კარსა და ძარას შორის ჭრილი, ჯავშნით გადაფარული უნდა იყოს არანაკლებ 2 სმ-ით);
- მძღოლისა და ეკიპაჟის კარის ჩამკეტი ელექტრო სისტემა (ჩამკეტი ღილაკი დამონტაჟებული უნდა იყოს მძღოლის სიახლოვეს);
- ავტომანქანის ელექტრო წრედის მექანიკური ჩამრთველ/გამომრთველი (აალების ან ხანძრის შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს ელექტროობის სრული გათიშვა ღილაკზე თითის დაჭერით და/ან ბერკეტის დატრიალების საშუალებით);
- საავარიო სირენა;
- 4 ცალი სასროლი ნიშა წინა კარებებზე და სატვირთო ნაკვეთურის ორივე მხარეს (ცეცხლსასროლი იარაღის ლულა უნდა ეტეოდეს ისეთნაირად, რომ მანქანაში მჯდომს შესაძლებლობა ქონდეს ყველა მიმართულებით ისროლოს);
- ცეცხლმაქრი 2კგ (დიზელის/ბენზინის/ელექტროობის ჩასაქრობად გათვალისწინებული);
- უკანა ხედვის კამერა მონიტორით;
- ჭერზე დამონტაჟებული ტურბო გამწოვი ვენტილაცია;
- ჭერზე დამონტაჟებული საევაკუაციო ლუქი
- კაბინის შიდა კედლები დაფარული უნდა იყოს ე.წ. „ხალიჩის“ მსგავსი მატერიით;
- სატრანსპორტო საშუალების აკუმულატორი და ელ. ბლოკი უნდა იყოს დაცული ტყვიის მოხვედრის დაზიანებისგან (ჩასმული უნდა იყოს ტყვიაგაუმტარ ჩარჩოში);
- კარის და სტერჟნების გამაგრება, რათა აიტანოს დაჯავშნილი კარის ზეწოლა და კარის მოძრაობისას აიცილოს დეფორმაცია;
- დამატებითი დამჭერები (ე.წ. რემნით), გაღებისას კარის მოწყვეტისგან დასაცავად;
- კარის დამატებითი შემზღუდავები მძღოლის და გვერდით კარებებზე, რათა კარებების მოძრაობის დროს არ მოხდეს მისი უსაზღვრო მოძრაობა;
- სატვორთო ნაკვეთურშ შესასვლელი გვერდითა დაჯავშნული კარის გაღების სისტემა ანჯამებით, მაგნიტური და მექანიკური საკეტებით
- კაბინის შიდა LED განათება;
- გამოყენების ინსტრუქცია ქართულ ან რუსულ ენაზე;
- საკომუნიკაციო სისტემა როგორც ხმამაღლა მოლაპარაკეზე, ასევე მიკროფონზე (მანქანის სალონიდან გარეთ ლაპარაკის საშუალება, ასევე მანქანის გარეთ ლაპარაკის შიგნით მოსმენა);
- ხელსაწყოების ყუთი (უნდა შეიცავდეს საბურავის გასაღებს, დამატებით საბურავის, 12 ვოლტიანი „ნასოსი“ საბურავებისთვის, ავტომობილის წონის შესაბამისი ამწე, აფთიაქი);
- 5 ცალი ციმციმა (2 წინ, 2 უკან და 1 ცალი ჭერზე, მარჯვენა წითელი და მარცხენა ლურჯი);
- შიდა მექანიკური საკეტები ყველა კარისთვის;
- ორკამერიანი ვიდეორეგისტრატორი ( ფრონტალური და სალონის გადაღების და ჩაწერის ფუნქციით, მეხსიერების ჩიპზე ძველი ინფორმაციის ავტომატურად წაშლის და ახალი ინფორმაციის ზედ გადაწერის ფუნქციით);
- გარანტია: ქარხნულ წუნზე - არანაკლებ 2 წელი, შუშებზე - არანაკლებ 5 წელი, ჯავშანზე - არანაკლებ 5 წელი.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 04 აპრილი, 17:00 საათი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 04 აპრილი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: N/A
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
595 901 200
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები